კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
10:14 / 07-07-2017
"ჩემი ფოტოები ბოღმა ადამიანებს არ მოსწონთ..." - სანდრა პაიჭაძის ცხოვრების სტილი და ძლიერი მამაკაცი, რომელიც მის გვერდით დგას
მოდელმა სანდრა პაიჭაძემ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შვიდ ტურს გაუძლო და შემდეგ პროექტის დატოვება მოუხდა. ახლა საფინალო შოუსთვის ემზადება, რადგანაც, ფორმატის მიხედვით, სცენაზე ყველა კონკურსანტი უნდა გამოვიდეს. "დიდი სამზადისი გვაქვს, ყველანი ერთად უნდა გამოვიდეთ შოუში," - გვეუბნება ალექსანდრა. საფინალო შოუს წინ AMBEBI.GE მოდელს გაესაუბრა.

- პროექტი რომ დატოვე, განიცადე?
- რეალურად ჩემთვის ეს პროექტი იყო ერთ-ერთი გამოცდილება, ანუ რა შემეძლო და რა არა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმდენი კარგი და პროფესიონალი ადამიანი გავიცანი, წლების მანძილზე აუცილებლად გამოვადგებით ერთმანეთს - ვითანამშრომლებთ. რადგანაც ცხოვრებაში ჩემთვის
პრიორიტეტი მუდმივი სიახლეებია და შოუში მონაწილეობას ამიტომ დავთანხმდი...

- გამარჯვებაზე არ ფიქრობდი?
- სურვილი მქონდა, მაგრამ მალევე ატყობ თავს, რა შეგიძლია... თან, იმდენად დიდი კონკურენცია იყო და იმდენად დიდ ლიდერებს ვეჭიდავებოდი, გული არ უნდა დამწყვეტოდა იმაზე, ფინალში ვიქნებოდი თუ არა. პროექტში ამ განწყობით შევედი და წამოვედი კიდეც იქიდან...

- გული რაზე დაგწყდა?

- ტრავმები მივიღე, - ნეკნზე, კოჭი ორჯერ ამოვიბრუნე... იმ პერიოდში ჩემს საქმეებს მოვწყდი, მაგრამ არა უშავს, ამ პროექტმა ბევრი კარგი რამ მომიტანა...



- თავისებური ცხოვრების სტილი გაქვს...

- საერთოდ, მოუსვენარი ადამიანი ვარ. უპირატესობას ჯანსაღი ცხოვრების სტილს ვანიჭებ. მუდმივად ვისმენ ლექციებს, ტრენინგებს ქალის ფსიქოლოგიაზე, მიყვარს გონების ვარჯიში... ეს ყველაფერი პროფესიაშიც დამეხმარება, უფრო სწორად, გამოვიყენებ - მარკეტოლოგი ვარ...

რადგან ყველა საქმეს ჩამოცილებული ვიყავი, მაინტერესებდა, მოხდებოდა თუ არა ჩემში ნერვული გადაძაბვა, მაგრამ არ მოხდა. უბრალოდ, მომენტებში შევატყვე თავს, რომ კონტროლს ვკარგავდი, მაგრამ ეს ყველაფერი იყო სტრესი, გარემოს ბრალი და ა.შ. სულ ვეუბნებოდი ჩემს თავს, - მოგება იქნება თუ წაგება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ცეკვისას ისიამოვნე და ასიამოვნე ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერენ.

- ე.ი. დაუბრუნდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს?
- დავუბრუნდი ჩემი ცხოვრების რიტმს, - ვმუშაობ "იმედის დილაში," ჩემი პატარა რუბრიკა მაქვს. გადართული ვარ სწავლაზე, შვილზე - დემეტრეზე და მასთან ერთად, ცოტა ხანს სურამში დასვენებაც მოვასწარი. მოგვიანებით ვაპირებ მასთან ერთად ზღვაზე დავისვენო...

- იღებ თამამ და ლამაზ ფოტოებს, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება და მას ბევრი ადამიანი იწონებს...
- ეს ჩემი თავის გამოხატვაა. ადამიანს რაც გინდა, იმას აკეთებ... ჩემი ფოტოები შესაძლოა ბოღმა, ბოროტ ადამიანებს არ მოეწონოთ და მიიჩნიონ, რომ ცუდია, მაგრამ ვთვლი, რომ ისინი არ არიან გახსნილები.

რამდენადაც გულღია და გახსნილი ვარ ფოტოებში, იმდენად გულღია ვარ ყველაფერში, ოღონდ, ამას საზოგადოების გარკვეული წევრები ვერ იღებენ, რაც ჩემი პრობლემა არ არის. ვიმეორებ, ეს შეიძლება აღიზიანებდეს ადამიანებს, ვინც ჩემს თაობას და უფრო ახალგაზრდებს არ ეკუთვნიან, შეზღუდვებით არიან გაზრდილები, მთელი ცხოვრება ასე იცხოვრეს, თუმცა მათი მესმის...



რაც შეეხება ახალ თაობას, ძალიან ამყოლები არიან. ვცდილობ, მათ მიმართ მაქსიმალურად სიკეთით ვიყო გამორჩეული. "ისტაგრამზე" 24 ათასამდე გამომწერი მყავს, სადაც უამრავ საინტერესო თემაზე ვწერ (ფსიქოლოგიაზე, ასტროლოგიაზე, ფიტნესზე, თავდაჯერებულობაზე, სექსზე, მშობლებზე), გულახდილად ვლაპარაკობ, რადგანაც კონტინგენტი მყავს ისეთი, რომელიც ამას კარგად გაიგებს. "ფეისბუქზე" ასეთი აქტივობისგან თავს ვიკავებ, რადგანაც არ მაინტერესებს, ვიღაცის ბიცოლა, დედამთილის ნათესავი რას იტყვის... შემაწუხებელია და მათი ასეთი აღშფოთება უკვე დედაჩემს აწუხებს და შემდეგ ის უარყოფითი ენერგეტიკა ჩემზე გადმოაქვს...

მოკლედ, ჩემი სეგმენტი, ვისაც აქტიურად ვესაუბრები, ახალგაზრდების სახით არჩეული მყავს. ისინი თინეიჯერი გოგოები და ბიჭები არიან, რომლებიც სულ მწერენ და მუდმივად ინტერაქტივში ვარ მათთან.

- როგორ ფიქრობ, რა როლი აქვს დღეს ქალს და მათ შორის შენ, ამ ცხოვრებაში?
- ჩემი თავი ყველანაირი მხრიდან გაშიფრული მყავს. წარსულით, სამომავლო გეგმებით, რეიტინგით, მოკლედ, ისეთი ვარ, როგორიც ვარ. აბსოლუტურად მოუსვენარი და აქტიური. რატომღაც მამაკაცების პასიურობის გამო ბევრი ქალი გახდა ასეთი...

- მიგაჩნია, რომ მამაკაცების პასიურობა იწვევს ქალების გააქტიურებას?
- არა, მე ვარ ასეთი და გვერდით როგორი მამაკაციც უნდა მყავდეს, ასეთი ვიქნები. ზოგადად, ქალი იმდენად გააქტიურებულია, რომ მამაკაცი ამის ფონზე პასიური ჩანს. არ ვიცი, რა სჭირთ, - იმედდაკარგულები არიან თუ არა ქართველი მამაკაცები, მაგრამ სადავეები თითქოს ქალებს გადმოგვაბარეს (ყველამ არა).

უმეტესად ჩემ გარშემო ისეთი ქალები არიან, რომ ბევრი რამის გაკეთება დამოუკიდებლად უწევთ - გინდ გათხოვილები იყვნენ და გინდაც არა. ეს იმიტომ, რომ კაცი ვერ "ქაჩავს," ვერ აკეთებს, მოდუნდნენ მამაკაცები. ერთი მხრივ, მაგარია, რომ ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში გაიზარდა, მაგრამ მეორე მხრივ, ქალს მაინც გვერდით სჭირდება მასზე ძლიერი, წელში გამართული პიროვნება - მამაკაცი...

- შენ გვერდით არის ასეთი პიროვნება?
- კი, არის ძალიან ძლიერი პიროვნება, რომლის კარიერაც ახლა იწყება. მაქსიმალურად გვერდში ვუდგევართ ერთმანეთს.

- რა სფეროს წარმომადგენელია?
- სპორტის, რა თქმა უნდა. თავიდანვე დავპროგრამდი, მგონი, ამ სფეროზე...

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
14:51 / 18-07-2017
kol
0
საქართველოს ვარკვლავი საერთასორისო დონეზე რა დონეა კარგად ვიცით
13:48 / 15-07-2017
nika
1
ვერ დაგეთანხმები, რომ თუ შენი ფოტო ვინმეს არ მოსწონს ეს ბოღმის ან რაღაც მაგდაგვარის ბრალია. რა სისულელეს ამბობ, პირადად მე არც შენი ფოტოები მომწონს და არც შენი რეალური სახე და ეს იმიტომ, რომ არ ხარ ნატურალური ქალი. (არ დავაკონკრეტებ რა გაქვს გაკეთებული, შენ უკეთ იცი). მივესალმები იმას, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევ და ეს ძალიან კარგია, დანარჩენში ჯერჯერობით 0 ხარ და ეს არ უნდა გეწყინოს. არც ის არის მოსაწონი თავს, რომ იწონებ ახალგაზრდებს ფსიქოლოგიაზე და სექსზე ვესაუბრებიო, გაქვს კი ამ სფეროში სპეციალური განათლება? რაღაც არამგონია და ამიტომ ბევრ რამეშიც შეიძლება სცდებოდე და ამით სწორედ მაგ ახალგაზრდებს, რომლებსაც ამ თემებზე ესაუბრები შესაძლოა სამუდამო ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენო...კიდევ ბევრი შემიძლია დავწერო, მაგრამ მეზარება, გულით გისურვებ წარმატებებს ყველგან და ყველაფერში.
მსგავსი სიახლეები
"თითქოს საერთოდ არ იყო ჩემთვის რთული ის რასაც სცენაზე ვაკეთებდით"
+VIDEO "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვიდე სეზონის გამარჯვებულს მთავარი პრიზი, ბინა გადაეცა
"რაც უფრო ძლიერია კონკურენტი, უფრო მინდა, საკუთარ თავს მეტი ომი მოვუგო"
მიზეზი, რის გამოც მზია ორველაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" აღარ მონაწილეობს
ზუსტად ვიცი, მომღერალი რომ არ ვყოფილიყავი, მოცეკვავე ვიქნებოდი
"ყოველდღიურად უამრავი წერილი მომდის, მირეკავენ. იმხელა და ისეთ სიყვარულს ვგრძნობ, ვერც კი წარმოიდგენთ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:35 / 17-11-2017  Image რა კომენტარს აკეთებს გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული საპატიმროს დატოვების შემდეგ
"გასაგებია, რომ გურამ შარაძის ოჯახი მე არ მთვლის დამნაშავედ, ოჯახთან მერე ვილაპარაკებ"
17:32 / 17-11-2017  Image განო მელითაურმა ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა გახსნა
"კოტე იქნებოდა ძალიან ბედნიერი, მას სჯეროდა, რომ ჩემი გატაცება შემოსავლიან საქმიანობად იქცეოდა"
10:08 / 17-11-2017  Image "პროქტერ ენდ გემბლის“ სახე საქართველოში - თიკა ფაცაცია
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიას საქართველოში თავისი სახე ჰყავს
20:22 / 17-11-2017  Image "აუტანელი სიცივის მიუხედავად, ასობით კონცერტს ვმართავდით" - რა წერილებს ინახავს თემურ წიკლაური
"ახლა კომპიუტერით უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს და მგონი, ოჯახებსაც კი ქმნიან. ამას გულისტკივილით ვამბობ"
20:08 / 17-11-2017  Image ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49