კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
09:23 / 08-07-2017
სად არიან და რას საქმიანობენ 2000-იანი წლების ქართული ესტრადის ვარსკვლავები
წარმოგიდგენთ 2000-იანი წლების ქართული ესტრადის ვარსკვლავებს, რომელთა სიმღერები ერთ დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მათ მიერ შესრულებული ჰიტები იმ დროს თითქმის ყველა ახალგაზრდამ ზეპირად იცოდა...

თამთა გოგუაძე
მისი სიმღერის პოპულარობის ფენომენს საქართველოში ვერავინ ვერ ხსნიდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ის მუსიკალური ჩარტების უპირობო ლიდერი გახლდათ. სიმღერამ "შენი ბრალია" თამთა გოგუაძეს არნახული პოპულარობა მოუტანა. მან "შენი ბრალია" მეუღლესთან, ასევე მომღერალ აჩიკო ცანკაშვილთან ერთად ჩაწერა. თამთა გოგუაძის წარმატებაში დიდ როლს მამამისი თამაშობდა, რომელიც ქალიშვილს ყოველთვის გვერდით ედგა. ოჯახის დანგრევის შემდეგ, თამთა გოგუაძე ანსამბლ "სამაიასთან" ერთად მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო და კონცერტებს ატარებდა. შემდეგ ისევ გათხოვდა, მისი ქმარი გიორგი აბულაშვილია, რომელიც სწორედ "სამაიაში" გაიცნო.

აგნესა
აგნესა ერთ-ერთი თამამი მომღერალი იყო, რომელიც საზოგადოებამ მაშინდელი ქართული რეალობისთვის უჩვეულო მუსიკალური კლიპით და სიმღერით გაიცნო. სამარადან ჩამოსულმა, მდიდარი ოჯახის შვილმა საზოგადოების ყურადღება მალე მიიპყრო. შემდეგ ლექს-სენთან ჩაწერა დუეტი და ზუსტად მაშინ როცა პოპულარობის ზენიტში იყო გათხოვდა. ოჯახი მალე დაენგრა, მას შემდეგ სცენაზე აღარ გამოჩენილა. აგნესა ახლა რუსეთში, ქალაქ სამარაში მამასთან ერთად ცხოვრობს.

კახა კუხიანიძე
მომღერალი კახა კუხიანიძე წლების წინ აქტიურად იყო ჩართული შოუ-ბიზნესში. მართალია მას  სევდიანი სიმღერების გამო აკრიტიკებდნენ, მაგრამ წარმატებული კარიერა ჰქონდა. დროსთან ერთად მისმა პოპულარობამ იკლო. თუმცა რა არის ამის მიზეზი, არავინ იცის. ბოლო დროს კახა კუხიანიძე ისევ გააქტიურდა და ახალი კლიპიც გადაიღო.

გიგა კვენეტაძე
მომღერალ გიგა კვენეტაძეს "მტირალა მომღერალს" უწოდებდნენ. ქუთაისელმა ახალაზრდამ ეს სტატუსი სევდიანი სიმღერების გამო დაიმსახურა. პოპულარობას მალე მიაღწია და წლების წინ მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. მას მოსკოვში საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს, ის არაერთ ცნობილ რუს მომღერალთან თანამშრომლობს. წლების წინ ის დაქორწინდა და შვილიც ჰყავს.

ბუკა მანაგაძე
მომღერალი ბუკა მანაგაძე პოპულარული პირველივე გამოჩენისთანავე
გახდა. არქიტექტორისა და კომპოზიტორის ზურა მანაგაძის ქალიშვილი, პირველი ქართველი მომღერალი იყო, რომელმაც საკუთარი სექსუალური ფორმებითა და სიმღერით მიიქცია მსმენელის ყურადღება. ბუკა ძალიან პოპულარული მომღერალი იყო, საკუთარი საქმე თავადაც უყვარდა, მაგრამ როცა მის ცხოვრებაში სიყვარული მოვიდა, სიმღერაზე უარი თქვა. ის ზუკა კანდელაკზე დაქორწინდა და ახლა მთელ დროს ოჯახს უთმობს.

ჯაბა ქარსელაძე

ჯაბა ქარსელაძე წლების წინ, ძალიან პოპულარული ქართველი მომღერალი გახლდათ. თუმცა სიმღერას სწავლა არჩია, ჯერ საქართველოში მიიღო განათლება... ალასაიას უნივერსიტეტში ახალგაზრდა ასაკში გახდა ლექტორი, თუმცა ამას არ დასჯერდა და სასწავლებლად საფრანგეთში გაემგზავრა... ჯაბა წარმატებული სტუდენტი გამოდგა და ევროპაში ის, ფინანსების კუთხით არაერთ პროექტზე მუშაობდა. როგორც ჩანს სიმღერის ადგილი მის ცხოვრებაში საერთოდ აღარ არის.

თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge
17:39 / 10-07-2017
ალეკო
0
ამათგან რომელია ვარსკვლავი?
---ხალხო თქვენ მართლა ხომ არ შეიშალეთ!!! ამათგან რომელმა იცის სიმღერა და რომელიმეს რაიმე კონკურსში გაუმარჯვია.
---ჩელენტანოს მიმართეს ერთხელ 60-იანი წლების ესტრადის ვარსკვლავი იყავითო და კაცმა იუარა--ბიბი კინგის მერე მე როგორ მიწოდებთ ვარსკვლავსო.
15:21 / 10-07-2017
ზურა
3
???? მართლაც გეტყობა ქალბატონო შური გალაპარაკებს:))))))
მსგავსი სიახლეები
სიმაღლეს ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა
+PHOTO კიმ კარდაშიანმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში ზედმეტი ფოტოშოპის გამოყენებისთვის
2016 წელს ვარსკვლავები განსაკუთრებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს პიკანტური ტანსაცმლის ტარებაში
კიმ კარდაშიანის შესახებ, უკვე 10 დღეა ახალი არაფერი ისმის
ჩვენ შევარჩიეთ 10 ყველაზე შოკისმომგვრელი კაბა...
წარმოგიდგენთ მსოფლიო დონის მსახიობებს, რომლებიც სხვადასხვა დრო საქართველოს სტუმრობდნენ
+PHOTO ვარსკვლავებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათაც სჭირდებათ ძილი
საქართველო ცნობილი ადამიანების ნაკლებობას არც ერთ სფეროში არ უჩივის, მაგრამ
სურათების დათვალიერების შემდეგ გააცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიის პრობლემა.
მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ვარსკვლავების გახსნის ცერემონიის გადადება შესაძლებელი იყო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:36 / 23-09-2017  Image ბოლო ინფორმაცია დაბა წაღვერიდან - არსებობს თუ არა ხანძრის გავრცელების საფრთხე
"სიტუაციას ამ ეტაპზე ვაკონტროლებთ"
16:26 / 23-09-2017  Image მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად
+VIDEO ტაშისა და აპლოდისმენტების შემდეგ, შეკრებილებმა სიმღერა "Aan de Amsterdamse grachten" შეასრულეს
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
22:48 / 22-09-2017  Image ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა
+VIDEO მოსამართლის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49