"წვეულება იბიცაზე და გრანდიოზული ქორწილი მთაწმინდაზე" - სოფო ნიჟარაძის ბიძაშვილი კანადელ ექსპერტზე გათხოვდა

"წვეულება იბიცაზე და გრანდიოზული ქორწილი მთაწმინდაზე" - სოფო ნიჟარაძის ბიძაშვილი კანადელ ექსპერტზე გათხოვდა

სოფო ნიჟარაძის ბიძაშვილი, სალომე სვანაძე გათხოვდა. სალომემ ქორწილი მთაწმინდაზე გადაიხადა.

მისი ქმარი კანადელი ექსპერტია, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს.

სალომეს ტიმის ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის. ტიმი დაახლოებით 6 თვე ცდილობდა სალომეს მოხიბვლას და ეს გამოუვიდა კიდეც.

როგორც სალომემ ორი წლის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, მისი მეუღლე საქართველოში პირველივე სტუმრობისას მოიხიბლა: ჩემი საქმრო პირველად როცა წავიყვანე ოჯახის გასაცნობად, გადაირია საქართველოს სილამაზით. მისი მეგობრები, რომლებიც ექსპერტები არიან, თავადაც აღფრთოვანებულები არიან და ამით ვამაყობ".

ქორწილამდე სალომემ ე.წ. "დევჩატნიკი" იბიცაზე მოიწყო.

30 წლის პლასტიკური ქირურგი სალომე სვანაძე რუსეთში დაიბადა და გაიზარდა. ის რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა და არაერთი შოუს სტუმარია.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება