სად დაიკარგა რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად და როგორ გადაურჩა სტამბოლში მომხდარ ტერაქტს

სად დაიკარგა რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად და როგორ გადაურჩა სტამბოლში მომხდარ ტერაქტს

"ბავშვობაში დასასვენებლად ყოველ ზაფხულს, ოჯახთან ერთად დავდიოდი. ჩვენი გასვლა იწყებოდა კოჯრიდან და ბორჯომში გრძელდებოდა. მაშინ ზღვის კურორტებს იშვიათად ვსტუმრობდით", - იხსენებს მომღერალი რატი დურგლიშვილი. როგორ დასვენებას ანიჭებს დღეს უპირატესობას, რატომ მიდის დასასვენებლად მარტო, რომელი ქვეყნების სამზარეულო ხიბლავს და როგორ გადაურჩა სტამბოლში, ღამის კლუბში მომხდარ ცნობილ ტერაქტს? - ამ ყველაფერს თავად გვიამბობს.

- იმ პერიოდში, როცა დასასვენებლად მშობლებთან ერთად დავდიოდი, მამას ანსამბლი ჰყავდა. სხვადასხვა ფესტივალი ტარდებოდა და ჩვენც ყველგან მივდიოდით. რაჭაში, ამბროლაურის რაიონში გვაქვს სოფელი და იქაც ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით. რაჭა, სვანეთი და მთლიანად ეს ქვეყანა საოცრებაა. ვეღარ ვითვლი, იმდენ ქალაქში ვარ ნამყოფი, მსოფლიო მოვლილი მაქვს და მსგავსი სილამაზე არსად არასდროს მინახავს.

- ის პერიოდი გაიხსენე, დასასვენებლად მშობლების გარეშე პირველად რომ წახვედი.

- მშობლების გარეშე პირველად ბულგარეთში, ფესტივალზე ვიყავი ძმასთან ერთად და მაშინ დაახლოებით 15 წლის ვიქნებოდი. ის პერიოდი კარგად მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსით ვიმგზავრეთ, გზას 2 დღე და ღამე მოვუნდით, ხელები და ფეხები ყველას დასივებული გვქონდა. დავიღალეთ, მაგრამ დიდად არ მოგვიწყენია, მოცეკვავე მეგობრებთან ერთად ვიყავით და სიმღერა თუ ცეკვა-თამაში არ მოგვკლებია.

ადამიანი პირველ რიგში, კარგად საკუთარ ქვეყანას უნდა იცნობდეს. ჩემი მშობლების დამსახურებით, საქართველოს ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ. დადგა პერიოდი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა და ქალაქი ვნახო. ვფიქრობ, მოგზაურობა ადამიანის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

- თინეიჯერობის წლებში "პახოდებში" დადიოდი?

- ერთი პერიოდი დავდიოდი, მაგრამ დღეს რომ მითხრა, კარვით სადმე წადიო, ვერ წავალ.

- რატომ?

- კარავში ცხოვრება თავისებური დისკომფორტია, იქ არ არის შხაპი, თავს სათანადოდ ვერ იწესრიგებ. როცა თავისუფალი 2-3 დღე გამომიჩნდება, ბორჯომში ჩავდივარ. საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ყოფნისას, მაქვს შეგრძნება, რომ საკუთარ სახლში ვარ.

რეგიონებში ადამიანები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან.

- რით განსხვავდებიან?

- თუნდაც, გარეგნულად. ახლა ჩემ წინ რომ დააყენო მეგრელები, იმერლები, კახელები, გამოვიცნობ, რომელი რომელი კუთხიდანაა. ყველას აერთიანებს იუმორის საოცარი გრძნობა. ყველა მხარეში თავისებურად და საინტერესოდ ხუმრობენ... მეგრული ეზოები ხომ ცნობილია, იქ ეზოს ყველა უვლის. შარშან რაჭაში ვიყავი და გაოგნებული დავდიოდი, ერთი ქაღალდის ნაგლეჯიც არსად ეგდო. ჩემი თინეიჯერობის წლებში ძალიან რთული პერიოდი იყო. არსებული განუკითხაობის გამო, მშობლებს მარტო გაშვების ყოველთვის ეშინოდათ და მათ ანგარიშს ვუწევდი.GზაPრესს

- ახლა ხშირად მოგზაურობ, არა?

- შეძლებისდაგვარად ვახერხებ. ტურს ვგეგმავ, რა დამრჩა სანახავი კონკრეტულ ქვეყანაში, რომელი ქალაქები არ მინახავს და მივდივარ. მოკლე ხანში, ბევრი ქალაქის ნახვა რომ მოასწრო, ამის საუკეთესო საშუალება გემით მოგზაურობაა. ახალ ქალაქში ჩადიხარ, ფოტოებს იღებ, ათვალიერებ, სუვენირებს ყიდულობ და საღამოს 6 საათზე ისევ გემზე ბრუნდები. რესტორანში მიირთმევ, მერე გადადიხარ კლუბში ან საკონცერტო დარბაზში და ერთობი, თან მოგზაურობ.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება