პოსტ-პანკის, ინდის და დრიმ-პოპის სინთეზი - MOTORAMA თბილისში 26 ივლისს

პოსტ-პანკის, ინდის და დრიმ-პოპის სინთეზი - MOTORAMA თბილისში  26 ივლისს

26 ივლის SPACEHALL-ში მუზამეს ორგანიზებით MOTORAMA -ს საღამო გაიმართება.

 

Motorama ფრანგულ ლეიბლის Talitres ოჯახის წევრი, მსოფლიოში ცნობილი პოსტ-პანკ ჯგუფია. კოლექტივი 2005 წელს შეიქმნა და თავდაპირველად მათ მუსიკაზე დიდი გავლენა ჰქონდა კლასიკური ბრიტანული პოსტ-პანკის ისეთ ლეგენდარულ წარმომადგენელს, როგორიცაა Joy Division. ეს მუსიკალური გავლენა აისახა ჯგუფის პირველ ორ EP-ზე Horse და Bear-ზე. მოგვიანებით, 2010 წელს პირველი სრული ალბომის Alps-ის გამოშვებით მათ ჟღერადობას ნიუ-ვეივისა და ინდი-პოპის ელემენტები დაემატა, რითაც მათი მუსიკა გაცილებით მრავალფეროვანი გახდა.

Motorama-ს მუსიკა გამოირჩევა პოსტ-პანკის, ინდის და დრიმ-პოპის სინთეზით, რომელსაც სევდიანი, მეოცნებე და მელანქოლიური ემოციურობა ახლავს თან. მუსიკოსების თქმით მათი ინსპირაციის მთავარი წყარო მსოფლიოს გარეშემო მოგზაურობაა, რაც მათ ეხმარება გასცდნენ ადგილობრივ ჩარჩოებს და საკუთარ შემოქმედებას გლობალური სახე და ჟღერადობა მისცენ.

„2004 წლის შემდეგ ჩვენ გავაუმჯობესეთ დაკვრის სტილი , გავაკეთეთ უამრავი ჩანაწერი და გვქონდა ბევრი კონცერტი.  ჩვენი მუსიკის მესიჯები ალბომიდან ალბომადე იცვლება , ძირითადად ის ბედზე, მოწყენილობაზე, სევდაზე იმედებსა და მოგონებებზეა.  ჩვენს მუსიკაზე ყველაზე დიდი გავლენა საბჭოთა კავშირის პოსტ-პანკმა და ახალმა ტალღამ იქონია, ისეთმა მუსიკალურმა ბენდებმა როგორიც არის  „ნიკალაი კოპერნიკი“,  „კინო “  და „ზვუკი მუ“. მთელი გულით ველოდები კონცერტს თბილისში,  მიხარია რომ ქართველ მეგობრებს ვნახავ.“ - Motorama-ს ვოკალისტი  ვლად პარშინი.

ბილეთების ფასი 20 ლარია და მათი შეძენა  შემდეგ ადგილებში შეგიძლიათwww.biletebi.ge, ასევე ბიბლუსი გალერეაში, ჭავჭავაძის #7-ში. 26 ივლისის საღამოს ადგილზე ბილეთების ფასი 30 ლარი იქნება.

 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება