პანტომიმის თეატრი 1 ლარად მეორედ იყიდება - მსახიობები შიმშილობას იწყებენ

პანტომიმის თეატრი 1 ლარად მეორედ იყიდება - მსახიობები შიმშილობას იწყებენ

პანტომიმის თეატრის მსახიობები შიმშილობის დაწყებას აპირებენ. პროტესტის უკიდურეს ფორმას ისინი თეატრის გაყიდვის გამო მიმართავენ. როგორც "რეიტინგთან" საუბარში, თეატრის დირექტორი ამირან შალიკაშვილი აცხადებს, თეატრი 1 ლარად უკვე მეორედ იყიდება.

- ჩვენი თეატრი 1 ლარად უკვე გაყიდეს, ეს მოხდა წინა ხელისუფლების დროს. გიორგი რამიშვილმა, იგივე ზარალამ, თეატრი სიმბოლურ ფასად 1 ლარად შეიძინა. ხოლო თეატრის ანგარიშზე ახალი თეატრის ასაშენებლად გადმორიცხა 100 000 ლარი, ამ თანხით თეატრის აშენება წარმოუდგენელია, ამიტომ მამამ, მაესტრო ამირან შალიკაშვილმა ეს თანხა ოთხჯერ გადაურიცხა უკან გიორგი რამიშვილს. თანხა ამჯერად გაყინულია

ანგარიშზე.

- როგორ ყიდიან თეატრს მეორედ 1 ლარად?

- მაშინ გიორგი რამიშვილმა სამ ეტაპად შეიძინა 760 კვადრატული მეტრის ფართი. ამ ფართს ეკუთვნოდა სცენა, საგრიმიორო და სარეპეტიციო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი თეატრის მსახიობებისთვის საჭირო ფართი გაიყიდა, პრინციპულად არ ვტოვებდით ტერიტორიას და ამ დრომდე აქ ვრჩებით.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება