ქართველმა "ფორტეპიანოს ბიონსემ" ორლანდო ბლუმი მოხიბლა - რას წერს რუსული პრესა ხატია ბუნიათიშვილზე

ქართველმა "ფორტეპიანოს ბიონსემ" ორლანდო ბლუმი მოხიბლა - რას წერს რუსული პრესა ხატია ბუნიათიშვილზე

რუსული პრესა ჰოლივუდის ვარსკვლავის ორლანდო ბლუმის ახალ, შესაძლო რომანს ეხმაურება.

როგორც რუსული გამოცემები წერენ, რამდენიმე დღის წინ 40 წლის მსახიობი და ფლეიბოი ორლანდო ბლუმი პარიზში უცნობ გოგონასთან ერთად შენიშნეს. მალე გაირკვა, რომ ვარსკვლავის პერტნიორი 30 წლის პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილია. ჭორების მიხედვით, წყვილს ვნებიანი რომანი აქვს, რომელსაც არც მალავენ.

კეტი პერისთან დაშორების შემდეგ პრესაში ბლუმს ყოველ კვირა ახალ-ახალ რომანს მიაწერენ. ამის საშუალებას კი თავად ბლუმი იძლევა, რომელიც სხვადასხვა ქალებთან ერთად ჩნდება საზოგადოებაში. თუმცა, გავრცელდა ხმები, რომ ორლანდო როგორც იქნა, ერთ ქალზე შეჩერდა და მისი რჩეული ქართველი პიანისტი გახლავთ.

უცხოურ მედიაში ხატიას "ფორტეპიანოს ბიონსე" უწოდეს, ბრიტანული ჯგუფის, Coldplay-ის მუსიკოსებმა კი მასთან ერთად ახალი ალბომი ჩაწერეს. ამბობენ, რომ სწორედ Coldplay-ის სოლისტმა, კრის მარტინმა გააცნო ბლუმს ბუნიათიშვილი.

წაიკითხეთ ასევე: ხატია ბუნიათიშვილი ორლანდო ბლუმს ხვდება? - წყვილის ფოტოები

მომზადებულია woman.ru-ს მიხედვით

ხატია ბუნიათიშვილის კიდევ ერთი წარმატება - ქართველი პიანისტი ფრანგული საიუველირო ბრენდ Cartier-ის ელჩი გახდა

X Factor-ის გამარჯვებულს, მომღერალ ავთო აბესლამიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

"უმძიმეს დღეში ვართ ყველანი, უკარგესი ადამიანი, მეგობარი დავკარგეთ... მოპედით ავარიაში მოყვა", - "ჩემი ცოლის დაქალების" გუნდის წევრი გარდაიცვალა