MOTORAMA @ SPACEHALL // 26 ივლისი

MOTORAMA @ SPACEHALL // 26 ივლისი

26 ივლისს, 20:00 საათზე ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი მუზამე სეზონს ხურავს.

მუზამედა საკონცერტო დარბაზი SPACEHALLწარმოგდიგენთ - MOTORAMA.

MOTORAMA მსოფლიოში ცნობილი პოსტ-პანკ ჯგუფია. კოლექტივი 2005 წელს შეიქმნა. ბენდმა პირველი სტუდიური ალბომი, Alps,2010 წელს გამოუშვა. 2012 წელს ჩაწერილი დისკით Calendar, MOTORAMA ცნობილ ფრანგულ ლეიბლს, Talitres შეუერთდა. Calendar-მა ბენდის მიმართ ინტერესი გაზარდა. მათი საერთაშრისო პოპულარობის მიზეზი რიგით მესამე სიდი Poverty-ა.  2016 წელს ბენდის ამ დროისთვის ბოლო ალბომი Dialoguesგამოვიდა.

MOTORAMA რუსეთში, ქალაქ როსტოვში შეიქმნა. როგორც ბენდის ლიდერი, ვლადისლავ პარშინი ამბობს, წევრები, უბრალოდ, იმიტომ შეიკრიბნენ, რომ საქმე არაფერი ჰქონდათ და მუსიკის სიყვარული აერთიანდებდათ. მათი შთაგონების მთავარი წყარო ლეგენდარული ბენდი Joy Division, დაNick Cave-ია.

MOTORAMA-ს წლების განამავლობაში Joy Division-ს, ხოლო ვლად პარშინს Ian Curtis-ს ადარებდნენ. თუმცა, ბენდმა ლეგენდარული კოლექტივის ჩრდილიდან გამოსვლა დროთა განმავლობაში შეძლო - კლასიკურ პოსტ-პანკ ჟღერადობასნიუ ვეივის, დრიმ პოპისა და ნიუ რომანთიქის ელემენტები დაემატა.

MOTORAMA-ს ნამუშევრები ლეიბლზე Talitresგამოდის - იმავე ლეიბლეზე, რომელზეც ქართველი შემსრულებლების, Eko&Vina Folio-ს ნამუშევრები გამოიცა.

ბენდის შემოქმედება მთლიანად ინგლისურენოვანია. ისინი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ და შთაგონებას ადამიანებთან კომუნიკაციით, ახალი კულტურის გაცნობით იღებენ.

26 ივლისს მოისმენთ ქართველ არტისტს, ბექა კუნდალინი.მუსიკოსი თავდაპირველად ჯგუფ შარქათაქიდან გაიცნეს. თუმცა, მოგვიანებით მის შემოქმედებაზე გავლენას ელექტრონული მუსიკა, ტექნო, მინიმალ ტექნო და ჰაუსი ახდენს და ბექაც სოლო არტისტად ყალიბდება.

26 ივლისს ექსერიმენტული მუსიკალური პროექტი მუზამე სეზონს ხურავს. გასული წლის განმავლობაში „მუზამეს“ ფარგლებში თბილისს ისეთი არტისტები ეწვივნენ, როგორებიც არიან XIU XIU, THE IRREPRESSIBLES, JAY-JAY JOHANSON, PSYCHIC TV, MOLLY NILSSON.

“მუზამეს“ ისტორიაში ერთერთი ყველაზე წარმატებული კონცერტი ქართველი შემსრულებლის, სტეფანეს გამოსვლა იყო.

მუზამეკონცერტების სერიას სექტემბრიდან განაახლებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ხატია გელოვანი

555 96 34 95

gelovanix@gmail.com

ბილეთები: www.spacehall.com

დამატებით მასალა:

MOTORAMA | links:

motorama – wind in her hair

motorama –dialogues (album)

motorama - calendar

BEQA KUNDALINI | links:

ბექა კუნდალინი - როგორ აპირებ?

ბექა კუნდალინი - ის ვინც

ბექა კუნდალინი - მიენდე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება