რას წერდა Linkin Park-ის სოლისტი გარდაცვლილ მეგობარზე, რომლის დაბადების დღეზეც თავი მოიკლა

რას წერდა Linkin Park-ის სოლისტი გარდაცვლილ მეგობარზე, რომლის დაბადების დღეზეც თავი მოიკლა

როკ ჯგუფ Linkin Park-ის სოლისტმა, ჩესტერ ბენინგტონმა 41 წლის ასაკში თავი მოიკლა. იგი საკუთარ სახლში იპოვეს ჩამომხრჩვალი. ბენინგტონს ექვსი შვილი დარჩა.

ამერიკული მედია სუიციდის სავარაუდო მიზეზზე არაფერს წერს, თუმცა ცნობილი ტაბლოიდები და ბლოგერები, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალებში კრის კორნელის გარდაცვალებაზე წერენ, რომელმაც მიმდინარე წლის მაისის თვეში თავი მოიკლა. კორნელი ჯგუფ "საუნდგარდენის" სოლისტი იყო და ორი თვის წინ, ანალოგიური მეთოდით მოიკლა თავი. აღსანიშნავია, რომ ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით სწორედ კორნელის დაბადების დღეზე დაასრულა.

ბენინგტონმა კორნელის გარდაცვალების შემდეგ, მეგობარს ღია წერილით მიმართა: "ვერ წარმომიდგენია სამყარო შენს გარეშე. ვლოცულობ, რომ სიმშვიდე იპოვო შემდეგ ცხოვრებაში" - წერდა ბენინგტონი. კორნელის დასაფლავებაზე მან ლეონარდ კოენის "ჰალელუია" შეასრულა.

კორნელის ცოლი, ვიკი "ტვიტერზე" გამოეხმაურა Linkin Park-ის სოლისტის სუიციდს: "როდესაც მეგონა, რომ მეტად აღარ გამიტყდებოდა გული... მიყვარხარ თი".

მომღერალი ნარკო და ალკოჰოლური დამოკიდებულებით იტანჯებოდა. მას ღიად უსაუბრია იმაზე, რომ ფიქრობდა თვითმკვლელობას, რადგან ბავშვობაში უფროსმა მამაკაცმა მასზე სექსუალურად იძალადა. "ლინკინ პარკს" 4 აგვისტოს უფასო კონცერტი უნდა გაემართა ნიუ იორკის ცენტრალ პარკში.

მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება