რას წერენ რუსები ხატია ბუნიათიშვილზე, მას შემდეგ რაც მისი და ორლანდო ბლუმის რომანი გახმაურდა

რას წერენ რუსები ხატია ბუნიათიშვილზე, მას შემდეგ რაც მისი და ორლანდო ბლუმის რომანი გახმაურდა

"Гамарджоба! 40 წლის ორლანდო ბლუმს ქართველ პიანისტთან აქვს რომანი" - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული Cosmopolitan ფოტოებსა და ინფორმაციას ინგლისელი მსახიობისა და ხატია ბუნიათიშვილის შესახებ.

გამოცემა წერს, რომ ცნობილი ფლეიბოის გული უკვე დაკავებულია და მან რამდენიმე დღის წინ პარიზში იდუმალ შავგრემან გოგონას ჩააკითხა. პრესამ გაარკვია, რომ მსახიობის "იდუმალი თანამგზავრი" ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილია. Cosmopolitan ასევე ახსენებს მკითხველს, რომ ორლანდო ბლუმი ცოტა ხნის წინ დაშორდა 32 წლის პოპ-ვარსკვლავს კეტი პერის, იქამდე კი დაქორწინებული იყო მოდელ მირანდა კერიზე, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს.

აღნიშნულ ახალ ამბავს Cosmopolitan-ის ფეისბუქის გვერდზე რუსი ქალბატონების კომენტარები მოჰყვა, რომლებიც შურით აღვსილნი აფასებენ ხატიას:

"რუსები და უკრაინელები ყველაზე ლამაზები არიან... კავკასიაში იშვიათად ნახავ ლამაზ ქალს, ეს ჭეშმარიტებაა. და თუ ნახავ, აუცილებლად ლამაზმანი იქნება! განსაკუთრებით ასეთები არიან ოსები, ჩეჩნები... ორლანდოს ყოფილი ცოლი საოცარი სილამაზისაა, ასე რომ, დიდად არ გაგვახარა ბლუმმა..." - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი გოგონა.

"ორლანდო ძალიან უგემოვნოა, დიდად გამორჩეული ქალი არასდროს ყოლია"

"შევსებული და არც ისე ლამაზი ქალია... მოკლედ, ჩვეულებრივი, არაფრით განსაკუთრებული... განსაკუთრებით მისი ექსტრავაგანტული ქალების შემდეგ..."

"...და დიდხანს არიან ერთად? ორლანდო ბლუმს კვირაში 7 რომანი აქვს. ველით როდის დამთავრდება ეს ხანმოკლე რომანი", - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

თუმცა, ამ ღვარძლიან კომენტარებთან ერთად, ინტერნეტმომხმარებლები კარგ შეფასებებსაც წერენ წყვილზე.

"ქართველი ქალები ძალიან ლამაზები და ქალურები არიან, ისევე როგორც სომხები... არ მესმის ეს აგრესია მის მიმართ..."

"ქართველებს ძალიან ლამაზი და კეთილი გოგონები ჰყავთ..."

"ძალიან კარგი წყვილია! ერთი არაჩვეულებრივი პიანისტია, მეორე კი კარგი მსახიობი", - წერენ წყვილით აღფრთოვანებული ინტერნეტმომხმარებლები.

დაათვალიერეთ ფოტოები: ხატია ბუნიათიშვილი და ორლანდო ბლუმი პარიზში

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)

"ეს ის მაიაა, ნუციკოს რომ მოეწონებოდა“ - მაია ასათიანის მოკლე, შავი თმა და შეცვლილი იმიჯი საზოგადოების განხილვის თემად იქცა (ფოტოები)