ყაზახურ სამოსში გამოწყობილი ნიკოლას კეიჯის ფოტო ინტერნეტ-ჰიტად იქცა

ყაზახურ სამოსში გამოწყობილი ნიკოლას კეიჯის ფოტო ინტერნეტ-ჰიტად იქცა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ნიკოლას კეიჯი ყაზახეთში ევრაზიის კინოფესტივალს დაესწრო. მსახიობი ტრადიციულ ყაზახურ სამოსში გამოწყობილი გადაიღეს. ასეთი სამოსი ცენტრალურ აზიაში ცხენოსნებს ეცვათ.

ასტანაში გადაღებული ეს ფოტო მალევე იქცა ინტერნეტ-ჰიტად. კეიჯი ასტანას მუსიკალური აკადემიის დირექტორთან და ფესტივალის პრეზიდენტთან აიმან მუსახაჯაევასთან ერთად არის ფოტოზე აღბეჭდილი.

"დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ყაზახეთის ტერიტორიაზე რაიმე კინოპროექტში. ძალიან მომეწონა აქაური არქიტექტურა. რაც ვნახე, ყველაფერმა ძველი შავ-თეთრი ფუტურისტული ფილმი მომაგონა", - განუცხადა კეიჯმა ჟურნალისტებს.

მომზადებულია hollywoodreporter.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება