როდის აპირებენ სალომე ჭაჭუა და ირაკლი მაქაცარია იტალიაში ერთად გამგზავრებას და რას გაითვალისწინებს სალომე ოჯახის მეორედ შექმნისას

როდის აპირებენ სალომე ჭაჭუა და ირაკლი მაქაცარია იტალიაში ერთად გამგზავრებას და რას გაითვალისწინებს სალომე ოჯახის მეორედ შექმნისას

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო, მეშვიდე სეზონი სალომე ჭაჭუასთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ირაკლი მაქაცარიას სახით, ძალიან კარგი, ნიჭიერი და შრომისმოყვარე მეწყვილე ჰყავდა. ცხელ ზაფხულს სალომე ვარჯიშში ატარებს და მალე უკრაინაში გაემგზავრება, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეები ელოდება.

- როგორია შეგრძნება, როდესაც გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი გაკლდება?

- მივეჩვიე უკვე. თუმცა, გარკვეული ემოციები მქონდა, იქიდან გამომდინარეც, რომ წელს ძალიან ძლიერი მეწყვილე შემხვდა. ირაკლი ნამდვილად გახლდათ გამარჯვების ღირსი, თუმაც ეს უკვე ხალხზე იყო დამოკიდებული. ჩემი აზრით, ირაკლი მაინც გამარჯვებულია. ობეიქტურად რომ ვიმსჯელოთ, მას ძალიან კარგად გამოსდიოდა და გამოსდის ცეკვა. ამიტომ, მოლოდინი დიდი გვქონდა და მართლაც ღირსი იყო გამარჯვების. ამას პირველად ვამბობ, ასეთი რამ ჩემს პარტნიორზე არასდროს მითქვამს. წინა სეზონზეც სტანისლავ ბონდარენკო ძლიერი კონკურენტი იყო და ღირსეულად მოიგო კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ირაკლი გამარჯვების ღირსი იყო და უნდა მოეგო.

- გიწევდა ხოლმე ირაკლის შემზადება?

- რა თქმა უნდა, ირაკლი ხომ პირველად წარდგა ამხელა სცენაზე მაყურებლის წინაშე. შესაბამისად, შემზადება, ფსიქოლოგიური მომენტია. რაც მთავარია, ბოლომდე იხარჯებოდა და სიამოვნებას იღებდა იმისგან, რასაც აკეთებდა. ჩემთვის ირაკლისთან ერთად მუშაობა, ერთი დიდი სიამოვნება იყო - ბოლომდე ამყვა იმაში, რასაც ვაკეთებდით. ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან. რეპეტიციების ვიდეოებს სულ ვიღებ და შემდეგ ამ ვიდეოებს, ან ჩემს ცეკვას ძალიან ბვრჯერ ვუყურებ. ვაკრიტიკებ, რომ მერე განვითარება ვპოვო. ირაკლის ჩემი თქმა არც სჭირდებოდა: იჯდა და უყურებდა.

- შენ მიმართ ძალიან თბილად გამოხატავდა მადლობას, ემოციებს...

- რაც მთავარია, ძალიან გულწრფელი იყო ემოციები როგორც მისი, ასევე ჩემი მხრიდან. ამ 4 თვის განმავლობაში დავმეგობრდით.

- მაინც არავინ დაიჯერა, რომ თქვენ შორის არაფერი ხდებოდა...

- არაფერი ხდება, მხოლოდ კარგი მეგობრები ვართ და ჩვენი მეგობრობა ისევ გაგრძელდება. როცა ერთად ყოველდღიური მუშაობა გიწევს, მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორები.

- პროექტს მინდა დავუბრუნდე, არასასიამოვნო იყო, როდესაც ირაკლი და შენ ყოველგვარი პრიზების გარეშე დაგტოვეს...

- ჰო, ირაკლი ცოტა ისე დარჩა. ეს ჩემი სამსახურია, ამაში ჩვენ ანაზღაურება გვაქვს. მაგრამ, ირაკლის შემთხვევაში, რატომ მოხდა, არ ვიცი, სპონსორებს კითხე. იტალიის სგაზური კი მოგვცეს.

- უკვე დაგეგმეთ, როდის წახვალთ?

- არა ჯერ, რადგან ის ჩემზე უარეს მდგომარეობაშია. ეგრევე უკრაინაში გავარდა, ახლა ჩამოვიდა და აქ მუშაობს. კიდევ არ გამოუძინებია ნორმალურად. სავარაუდოდ, აგვისტოში წავალთ.

- ოჯახის მეორედ შექმნაზე გიფიქრია?

- არა და არც ვფიქრობ. ახლა ბოლომდე ვარ ჩაფლული ჩემს საქმეში. არ არის საჭირო, ვიფიქრო, როცა მოვა, მოვა. არ ველოდები და წინასწარ არაფერს ვგეგმავ. ცხოვრებას მივყვები. მთავარია, სწორად გავიგოთ, ვისწავლოთ, რა შეცდომა დავუშვით, რომ მერე გამოვასწოროთ და იგივე აღარ დავუშვათ.

- მეორედ გათხოვების შემთხვევაში, გაითვალისწინებ შეცდომებს?

- რა თქმა უნდა. თუმცა, ყველა ადამიანი ინდივიდია და ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ რაღაცებს მიანც გავითვალისწინებ. შეცდომების აღიარება და გამოსწორება უნდა შეგვეძლოს, საქმეში იქნება ეს თუ პირად ცხოვრებაში.

ნათია უტიაშვილი

ჟურნალი "თბილისელები"

"მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდით, გიაზე ზრუნვა არასდროს შემიწყვეტია" - რას ყვება თამრიკო ჭოხონელიძე მეუღლესთან დაშორებასა და შერიგებაზე?

ფოტოები საცურაო კოსტიუმში და განტვირთვა "იდუმალ მამაკაცთან" ერთად - როგორ აღნიშნა მაია ასათიანმა დაბადების დღე

სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს  - პატარა გოგონა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია