როგორ ინარჩუნებს 40 წლის კრისტი ყიფშიძე იდეალურ სხეულს: "მიირთვით ყოველდღე მოხარშული კვერცხი და კარტოფილი"

როგორ ინარჩუნებს 40 წლის კრისტი ყიფშიძე იდეალურ სხეულს: "მიირთვით ყოველდღე მოხარშული კვერცხი და კარტოფილი"

კრისტი ყიფშიძე 40 წლისაა და წლების მატებასთან ერთად, თითქოს უფრო და უფრო ახალგაზრდავდება. საინტერესოა როგორ ახერხებს ის ამას - ჯანსაღი ცხოვრების წესის, გენეტიკის თუ სწორი კვების წყალობით. კრისტი მკითხველს რამდენიმე რჩევასაც აძლევს, როგორ იკვებონ ჯანსაღად.

- როგორ იკვებებით?

- ფასტ-ფუდების მოყვარული არ ვარ, ბავშვობაში ალბათ უფრო მიყვარდა, მაგრამ ძალიან იშვიათად მივირთმევ, თუ გადარბენაზე ვარ და დრო არ მაქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვესტუმრო სწრაფი კვების ობიექტებს, ძირითადად ყოველთვის თავს ვარიდებ. ჩემი დღე წყლით იწყება, შემდეგ მაწონი ან ხაჭო (მაწონი უფრო ზაფხულში) ან შვრიის ფაფა, ყავასაც ყველანაირს არ ვსვამ, აუცილებლად უნდა იყოს გაფილტრული... ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ კვებას.

ყოველდღე აუცილებლად მივირთმევ მოხარშულ კვერცხს, ძალიან სასარგებლოა. ასევე დროც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, საჭიროა ერთსა და იმავე დროს ისაუზმო, ისადილო და ივახშმო, რამდენადაც შესაძლებელია ვცდილობ გავითვალისწინო ეს საჭიროება, უფრო კარგად გამომდის, როცა სადმე ვარ დასასვენებლად წასული და გარკვეული განრიგი მაქვს.

- რას ურჩევდით მკითხველს, რომელიც ცდილობს ზედმეტი კილოგრამები დაამარცხოს?

- ვურჩევდი, მიირთვას ყოველდღე მოხარშული კვერცხი და მოხარშული კარტოფილი, სხვათა შორის, მოხარშული კარტოფილი რამდენიც არ უნდა ჭამო კალორიებისგან დაცული ხარ, რასაც ვერ ვიტყვით შემწვარ კარტოფილზე...

მნიშვნელოვანია თავის შეკავება გვიან ღამით წახემსებისგან, ჯანსაღი კვება და რეჟიმი, რომელზეც გესაუბრეთ, ასევე, კვირაში ერთ დღიანი განტვირთვაც არაა ურიგო  წაიკითხეთ ვრცლად

ფოტო: Shotie Blackmore

"იქ ყოფნისას დამავიწყდა, რომ პანდემიაა, ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი ნულიაო, პირბადეც არავის ეკეთა" - კრისტი ყიფშიძე აშშ-ში მოგზაურობასა და შეძენილ ახალ პროფესიაზე

როგორ გამოიყურება 5 თვის ორსული ანიტა რაჭველიშვილი - მომღერალმა თაყვანისმცემლებს ბავშვის სქესი გაუმხილა და სცენას დროებით დაემშვიდობა

"ორსულობის მეექვსე თვეში კონკურსზე გასვლა მთავარ გამოწვევად იქცა" - ნატალია ქუთათელაძის მსოფლიო წარმატება