მაკოლეი კალკინის უცნაური ამბავი: "მარტო სახლშის" ვარსკვლავი 36 წლის ასაკში გაახალგაზრდავდა

მაკოლეი კალკინის უცნაური ამბავი: "მარტო სახლშის" ვარსკვლავი 36 წლის ასაკში გაახალგაზრდავდა

საკულტო ფილმების, "მარტო სახლში" ვარსკვლავი მაკოლეი კალკინი დიდი ხანია კინოკრიტიკოსების და რეჟისორების რადარებიდან გაქრა. პაპარაცებსაც მობეზრდათ მისი არაფხიზელ მდგომარეობაში გადაღება. მრავალი წელი კალკინი ასაკზე ბევრად უფროსად გამოიყურებოდა, არ უფრთხილდებოდა ჯანმრთელობას, არც გარეგნობას, გარკვეული პერიოდი წამალდამოკიდებული იყო, რამაც საგრძნობლად იმოქმედა მის ორგანიზმზე.

მაკოლეი კალკინი 2015 და 2016 წელს

ახლახან ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, რომელზეც კალკინი ახალგაზრდულად გამოიყურება.

ახალი ვარცხნილობა, მოვლილი და სუფთა იმიჯი შეუმჩნეველი არ დარჩენია მსოფლიო მედიას და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მსახიობი 36 წლის ასაკში ისევ გაახალგაზრდავდა.

მაკოლეი კალკინი 2017 წელს

მაკოლეი კალკინი 90-იან წლებში ყველაზე წარმატებული და პოპულარული ბავშვი მსახიობი იყო. მან 4 წლის ასაკში დაიწყო თეატრში თამაში. 1996 წელს კი გადაწყვიტა კარიერის შეჩერება, რადგან მისი მშობლები მუდამ ჩხუბობდნენ, მამა ცდილობდა მილიონიანი ჰონორარები მოეპოვებინა და არ ინდობდა შვილის ჯანმრთელობას, დედა კი ცდილობდა ამისთვის ხელი შეეშალა.

კალკინის ბოლო წარმატებული ფილმი იყო "მდიდარი რიჩი", რომელიც 1994 წელს გამოვიდა. შემდეგ ის გამოდიოდა თეატრში, ახმოვანებდა ანიმაციებს და თამაშობდა დამოუკიდებელ ფილმებში. 2017 წელს კალკინი ფილმ Changeland-ს სამსახიობო ანსამბლს შეუერთდა. იმედია ცვლილებები მსახიობის ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება და ხშირად ვიხილავთ ეკრანებზე.

მომზადებულია bigpicture.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება