საბალეტო ზეიმი შავი ზღვის სანაპიროზე -ირმა ნიორაძემ გრანდიოზული პროექტი საქართველოში ჩამოიტანა

საბალეტო ზეიმი შავი ზღვის სანაპიროზე -ირმა ნიორაძემ გრანდიოზული პროექტი საქართველოში ჩამოიტანა

9 აგვისტოს, "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში, "ბლექ სი არენაზე" უნიკალური საბალეტო შოუს ხილვის შესაძლებლობა გექნებათ. მსოფლიოში სახელგანთქმულმა პრიმაბალერინამ, ირმა ნიორაძემ, საფრანგეთში დაფუძნებული დაჯილდოების ცერემონიისა და გალაკონცერტის ანალოგის გაკეთება საქართველოში გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ კლასიკურ და მოდერნ საბალეტო ნომრებს შეასრულებენ მოცეკვავეები პლანეტის ყველაზე პრესტიჟული დასებიდან. საღამო ირმა ნიორაძის პედაგოგს, ლეგენდარულ მოცეკვავესა და ქორეოგრაფს, ვახტანგ ჭაბუკიანს ეძღვნება.

„ასკანელი არტის“ დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე:

საფრანგეთში დავაფუძნეთ საუკეთესო საბალეტო მოცეკვავის ჯილდო, ერთ წელს დაჯილდოვება იმართება, მეორე წელს - გალაკონცერტი. ამ პროექტის ანალოგი საქართველოში გაიმართება. თუკი ის გაამართლებს, ჩვენ ვიფიქრებთ შემდეგ წელსაც მის ჩატარებაზე.

ვფიქრობთ, შავი ზღვის სანაპიროზე საბალეტო ზეიმი შედგება. დიდი ვარსკვლავები ჩამოდიან.

ირმა ნიორაძე:

საფრანგეთში მაია პლისეცკაიას სახელობის ჯილდო დავაფუძნე. ვფიქრობ, ჩემი ვალი იყო, რომ საქართველოში დაგეგმილი გალასაღამო ჩემი პედაგოგისთვის, ვახტანგ ჭაბუკიანისთვის მიმეძღვნა. მან ჩემში ჩადო ბევრი რამ და ამას ჩემს სამშობლოს ვუბრუნებ. მართალია, საზღვარგარეთ ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი ქვეყანა არასდროს მიმიტოვებია...

ჩამოვლენ მსოფლიო ვარსკვლავები ვენის, "ლა სკალას", მარინისა და დიდი თეატრებიდან.

მაქვს სიურპრიზი მაყურებლისთვის - საღამოს სპეციალური სტუმარი იქნება ანსამბლი "სუხიშვილები", რომლებთან ერთადაც "მუხამბაზს" შევასრულებ.

ანი კავლელიშვილი, "ბლექ სი არენა":

ვფიქრობ, ჩვენი დარბაზი საინტერესო იქნება მაღალი ხელოვნების მოყვარულთათვისაც. ძალიან ვღელავთ, რადგან ათასობით მაყურებელი პირველად გაერთიანდება ბალეტის ირგვლივ. მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონი ირმა პროექტის საქართველოში ჩამოტანას სრულიად უსასყიდლოდ დათანხმდა, გაცემული იქნება მხოლოდ მსოფლიო ვარსკვლავების ჰონორარები. მინდა, მადლობა გადავუხადო ირმა ნიორაძესა და "ასკანელი არტს", რომ ჩვენთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს.

საგულისხმოა, რომ საიტზე tkt.ge უკვე რამდენიმე დღეა, იყიდება ბილეთები აღნიშნულ საღამოზე დასაწრებად და მაყურებლის მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიხატა, უკვე გაყიდულია 1500-მდე ბილეთი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება