კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
14:03 / 02-08-2017
სად ისვენებენ ცნობილი ქართველები და ვინ გადაურჩა საზღვარგარეთ დაპატიმრებას წელს
ზაფხულის ცხელი დღეები დასვენების გარეშე წარმოუდგენელია. ქართველ სელებრითებს გაუმართლათ და უმეტესობამ დასასვენებლად ზღვისპირა ქალაქებს უკვე მიაშურა, ზოგმა ევროპას.

ლიზა ყენია
მაია ჯაბუას უმშვენიერესი ქალიშვილი ლიზა ყენია ზაფხულის ცხელ დღეებს აჭარაში ატარებს. ლიზა ბათუმში უკვე რამდენჯერმე იყო დასასვენებლად. ახალგაზრდა მომღერალი, სოციალურ ქსელში საცურაო აუზზე გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ლიზა ამ ზაფხულს მოსკოვშიც იმყოფებოდა, სადაც საქმიანი მოლაპარაკებები ჰქონდა.



თამუნა მუსერიძე
ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ცოტა ხნის წინ ქმარს დაშორდა და სამსახურიც დაკარგა, თუმცა ის ფარ-ხმალს არ ყრის. თამუნა სულ ცოტა ხნის წინ ევროტურიდან დაბრუნდა. ის მეგობრებთან ერთად ჯერ პარიზში, შემდეგ კი ბრიუსელში იმყოფებოდა. ტელეწამყვანი ამ ზაფხულს ევროპას ორჯერ ეწვია და ორივე სტუმრობის მთავარი მიზეზი მისი საყვარელი ჯგუფის "coldplay"-ს კონცერტი გახლდათ. ევროპიდან დაბრუნებულმა ჟურნალისტმა დასასვენებლად ბათუმში გადაინაცვლა.



ქეთი ხატიაშვილი
"იმედის დილის" წამყვანი, ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი რამდენიმე თვის წინ სამსახურ
ის გარეშე დარჩა. სწორედ ამიტომ ქეთიმ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ახალგაზრდა ბიზნესვუმენმა უკვე მოასწრო დასვენება, ის დუბაიში იმყოფებოდა და სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებდა.



ნინო ძოწენიძე
მომღერალი ნინო ძოწენიძე წელს დასასვენებლად საბერძნეთში იმყოფებოდა. ნინო მზიან ქვეყანას მეგობრებთან ერთად ესტუმრა და დაპატიმრებასაც გადაურჩა. მსახიობს სურათის გადაღება ერთ-ერთ კერძო ტერიტორიაზე სურდა, სადაც უცხო ადამიანების შესვლა აკრძალული იყო, ამიტომ მესაკუთრემ მას უჩივლა. თუმცა პატიმრობას გადაურჩა და როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი მისი ეროვნება გახდა.

ნინო ჩხეიძე
მომღერალმა ნინო ჩხეიძემ წელს მონაკოში დაისვენა. საფრანგეთში ის მეუღლესთან, გიორგი კორახაშვილთან ერთად იმყოფებოდა. როგორც იცით, გიორგი კორახაშვილი ბოლო წლებში უკრაინაში მუშაობს, ამიტომ ცოლ-ქმარი ძირითადად საზღვარგარეთ ხვდება ერთმანეთს.





თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
15:21 / 22-08-2017
გია
0
ცნიბილები არა იხვის ტოლმა))))

რამდენიმე წელია,რაც ყენია ეძებს და ეძებს გამწარებული თავის ზანგ,ზორბა ჭაბუკს,მაგრამ ჯერ ვერსად იპოვნა...

იმიტომ ააქვს სულ სახე გამწარებული....
14:41 / 21-08-2017
jondo
0
დააკვირდით სულ ქალებია და დასკვნა გააკეთეთ რისგან ან რა სახსრებით ისვენებენ მარტივია მგონი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:14 / 23-08-2017  Image პატრიარქმა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეებს საკვები და სასმელი გაუგზავნა
"ვამბობთ "ღმერთის გარეშე არაფერი ხდება", მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ძალისხმევის გამორიცხვა"
14:10 / 23-08-2017  Image რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს
უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობის ბიომრავალფეროვნებას ხანძარი ანადგურებს
14:48 / 23-08-2017  Image თბილისელმა მძღოლმა "სითი-პარკს" 16 000-ლარიან ჯარიმაზე სასამართლოში დავა მოუგო
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 1 წლის განმავლობაში დაგროვილი 10-ლარიანი საჯარიმო ქვითარი დაგვიანებით ჩაბარდა"
14:23 / 23-08-2017  Image თაკო ნაცვლიშვილის უმცროსი და, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
ოჯახს ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილიც შეეძინა
13:01 / 23-08-2017  Image "ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი ვიპოვეთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი
"პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49