სად ისვენებენ ცნობილი ქართველები და ვინ გადაურჩა საზღვარგარეთ დაპატიმრებას წელს

სად ისვენებენ ცნობილი ქართველები და ვინ გადაურჩა საზღვარგარეთ დაპატიმრებას წელს

ზაფხულის ცხელი დღეები დასვენების გარეშე წარმოუდგენელია. ქართველ სელებრითებს გაუმართლათ და უმეტესობამ დასასვენებლად ზღვისპირა ქალაქებს უკვე მიაშურა, ზოგმა ევროპას.

ლიზა ყენია

მაია ჯაბუას უმშვენიერესი ქალიშვილი ლიზა ყენია ზაფხულის ცხელ დღეებს აჭარაში ატარებს. ლიზა ბათუმში უკვე რამდენჯერმე იყო დასასვენებლად. ახალგაზრდა მომღერალი, სოციალურ ქსელში საცურაო აუზზე გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ლიზა ამ ზაფხულს მოსკოვშიც იმყოფებოდა, სადაც საქმიანი მოლაპარაკებები ჰქონდა.

თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ცოტა ხნის წინ ქმარს დაშორდა და სამსახურიც დაკარგა, თუმცა ის ფარ-ხმალს არ ყრის. თამუნა სულ ცოტა ხნის წინ ევროტურიდან დაბრუნდა. ის მეგობრებთან ერთად ჯერ პარიზში, შემდეგ კი ბრიუსელში იმყოფებოდა. ტელეწამყვანი ამ ზაფხულს ევროპას ორჯერ ეწვია და ორივე სტუმრობის მთავარი მიზეზი მისი საყვარელი ჯგუფის "coldplay"-ს კონცერტი გახლდათ. ევროპიდან დაბრუნებულმა ჟურნალისტმა დასასვენებლად ბათუმში გადაინაცვლა.

ქეთი ხატიაშვილი

"იმედის დილის" წამყვანი, ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი რამდენიმე თვის წინ სამსახურის გარეშე დარჩა. სწორედ ამიტომ ქეთიმ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ახალგაზრდა ბიზნესვუმენმა უკვე მოასწრო დასვენება, ის დუბაიში იმყოფებოდა და სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებდა.

ნინო ძოწენიძე

მომღერალი ნინო ძოწენიძე წელს დასასვენებლად საბერძნეთში იმყოფებოდა. ნინო მზიან ქვეყანას მეგობრებთან ერთად ესტუმრა და დაპატიმრებასაც გადაურჩა. მსახიობს სურათის გადაღება ერთ-ერთ კერძო ტერიტორიაზე სურდა, სადაც უცხო ადამიანების შესვლა აკრძალული იყო, ამიტომ მესაკუთრემ მას უჩივლა. თუმცა პატიმრობას გადაურჩა და როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი მისი ეროვნება გახდა.

ნინო ჩხეიძე

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ წელს მონაკოში დაისვენა. საფრანგეთში ის მეუღლესთან, გიორგი კორახაშვილთან ერთად იმყოფებოდა. როგორც იცით, გიორგი კორახაშვილი ბოლო წლებში უკრაინაში მუშაობს, ამიტომ ცოლ-ქმარი ძირითადად საზღვარგარეთ ხვდება ერთმანეთს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება