euronews-ი ბათუმის ჯაზ ფესტივალს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის

euronews-ი ბათუმის ჯაზ ფესტივალს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის

euronews-ი გადაცემა “CULT"- ში ბათუმის ჯაზ ფესტივალს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის. euronews-ის ეთერში ჯაზ ფესტივალის შესახებ გასული მასალა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და euronews-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის ნაწილია.

აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, euronews-ი ასევე მოამზადებს მეორე გადაცემას - ,,METROPOLITANS", რომელშიც იქნება რეპორტაჟი ბათუმზე და ზოგადად საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე.

„ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯისთვის და ზოგადად ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, უმნიშვნელვანესია ისეთი პოპულარული სატელევიზიო პლათფორმების გამოყენება, როგორიც euronews-ია. ეს კონკრეტული კონტრაქტი სექტემბრის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება. იგი მოიცავს, როგორც სარეკლამო რგოლების გაშვებას, ასევე რეგიონის შესახებ რეპორტაჟების მომზადებას”, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 3 ივლისიდან სარეკლამო კამპანიას აწარმოებს euronews-ის ეთერში. აჭარის შესახებ ვიდეორგოლები ასევე ტრიალებს BBC ეთერშიც.

euronews-ის ეთერში გასული ბათუმის ჯაზ ფესტივალთან დაკავშირებული მასალა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=nDTaJwRZ0_Y&feature=youtu.be&app=desktop

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება