განსხვავება რუსულ და ამერიკულ შოუბიზნესს შორის ერთ ფოტოში...

განსხვავება რუსულ და ამერიკულ შოუბიზნესს შორის ერთ ფოტოში...

რამდენიმე დღეა ინტერნეტმომხმარებელს "თვალებიდან არ ამოსდის" სანახაობა, რომელმაც ბევრი შოკში ჩააგდო, ზოგიც გააცინა, ზოგსაც სიბრალულის გრძნობა გაუჩინა. საუბარია რუსული ესტრადის ცნობილ შემსრულებელზე ლოლიტაზე, რომელიც ბაქოში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე "Жара", "შიშველი" კოსტიუმით წარსდგა მაყურებლის წინაშე.

53 წლის ლოლიტა ფესტივალის დახურვაზე თავდაპირველად მოსაცმელით გამოვიდა, შუა სიმღერის დროს კი მოულოდნელად მოიხსნა ის და მთელი "ბრწყინვალებით" წარსდგა მაყურებლის წინაშე...

ალბათ თავადაც მიხვდებით, რა მოჰყვებოდა ამ ფოტოების გავრცელებას ინტერნეტში. რუსულ ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა უამრავი ფოტო, რომლითაც ლოლიტას ჩაცმულობას და იმიჯს დასცინიან.

ლოლიტას სასცენო კომბინიზონმა ზოგიერთს ჯენიფერ ლოპესის ორი წლის წინანდელი კოსტიუმი გაახსენა, რომლითაც პოპ-დივა ამერიკული მუსიკის დაჯილდოვების ცერემონიაზე წარსდგა და შესრულებით ფურორი მოახდინა. აღსანიშნავია, რომ ჯენიფერ ლოპესი 48 წლისაა და მისი ფორმების შედარება რუს კოლეგასთან უბრალოდ, უხერხულიც კი არის...

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება