კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
15:07 / 04-08-2017
ბერა ივანიშვილი რუს მოდელს ხვდება?
ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ Gem Fest-ზე წუხელ ცნობილმა დიჯეიმ Solomun-მა დაუკრა. შთამბეჭდავ შოუს უამრავი მსმენელი დაესწრო, მათ შორის იყო რეპერი ბერა ივანიშვილი, რომელიც ანაკლიაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

ბერას გარემოცვიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ქერათმიანმა ლამაზმანმა, რომელიც ყოფილი პრემიერის ვაჟთან ჩახუტებული გადაადგილდებოდა საფესტივალო ტერიტორიაზე (იხილეთ ვიდეო: ბერა Gem Fest-ზე უცნობ ქერა გოგონასთან ერთად)



როგორც ირკვევა, უცნობი ქერა, ლურჯთვალება გოგონა რუსი მოდელი ევა მინაევაა. მინაევა 19 წლისაა, ამჟამად ნიუ იორკში ცხოვრობს და მსოფლიოს ცნობილ სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს.





მინაევას "ინსტაგრამის" გვერდზე ბერა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები მრავლადაა.
ფოტოებიდან ირკვევა, რომ წყვილი უკვე რამდენიმე თვეა ერთადაა, ისინი მაისში, კანის კინოფესტივალზეც კი ერთად იმყოფებოდნენ. რამდენიმე დღეა მოდელი ბერასთან ერთად ბათუმშია და აჭარის ზღვისპირეთიდანაც პოსტავს პირად გვერდზე ფოტოებს.



მინაევას ინსტაგრამზე 40 ათასზე მეტი გამომწერი ყავს. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელზეც ბერა და ევა ერთად არიან ასახულნი, მოდელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "J'apprends le français" (ვსწავლობ ფრანგულს). წყვილის ერთობლივ ფოტოებზე უამრავი კომენტარია:

"ვგიჟდები თქვენზე! გალაქტიკაში საუკეთესო წყვილი ხართ"; "როგორ მიხარია, რომ ყველაზე მოდური და სუპერ წყვილი ერთადაა"; "ფანტასტიკურად გამოიყურებით ერთად"; "მეფე და დედოფალი"; "ერთმანეთს ძალიან უხდებით" - წერენ რუსულ და ინგლისურენოვანი ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში.




17:16 / 16-08-2017
nana
1
რაუგემოვნობაა რასგავს ნაშიმშილარ ქუჩის ქალს გავს
11:08 / 16-08-2017
ლოლიტა
0
ბერაც რუსია დედის მხრიდან ბერას დედის დედა ლენინგრადელი რუსი იყო ქალბატონი ლუდა აწ განსვენებული
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:14 / 23-08-2017  Image პატრიარქმა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეებს საკვები და სასმელი გაუგზავნა
"ვამბობთ "ღმერთის გარეშე არაფერი ხდება", მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ძალისხმევის გამორიცხვა"
14:10 / 23-08-2017  Image რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს
უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობის ბიომრავალფეროვნებას ხანძარი ანადგურებს
14:48 / 23-08-2017  Image თბილისელმა მძღოლმა "სითი-პარკს" 16 000-ლარიან ჯარიმაზე სასამართლოში დავა მოუგო
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 1 წლის განმავლობაში დაგროვილი 10-ლარიანი საჯარიმო ქვითარი დაგვიანებით ჩაბარდა"
14:23 / 23-08-2017  Image თაკო ნაცვლიშვილის უმცროსი და, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
ოჯახს ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილიც შეეძინა
13:01 / 23-08-2017  Image "ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი ვიპოვეთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი
"პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49