სერიალ "სექსი დიდ ქალაქში" ვარსკვლავი გუბერნატორის პოსტზე იყრის კენჭს

სერიალ "სექსი დიდ ქალაქში" ვარსკვლავი გუბერნატორის პოსტზე იყრის კენჭს

ამერიკელი მსახიობი სინტია ნიქსონი, რომელიც პოპულარულ სერიალში "სექსი დიდ ქალაქში" მირანდა ჰობსის როლს თამაშობდა, აპირებს საკუთარი კანდიდატურა ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის პოსტზე წარადგინოს.

აღსანიშნავია, რომ 51 წლის მსახიობს ლიბერალური ძალების წარმომადგენლები უჭერენ მხარს. პოლიტოლოგები თვლიან, რომ ნიქსონი თავისი პროგრესული იდეებით, ღირსეული პრეტენდენტია გუბერნატორის პოსტზე. 2018 წელს მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მოქმედ გუბერნატორ ენდრიუ კუომოს, რომელიც მესამე ვადით იყრის კენჭს.

"ის არასტანდარტული კანდიდატია პერსპექტიული შესაძლებლობებით, რომელსაც შეუძლია ხალხის გამოცოცხლება", - წერს გამოცემა Wall Street Journal. 2013 წელს ნიქსონი ნიუ-იორკის ყოფილი მერის, ბილ დე ბლაზიოს წინასაარჩევნო შტაბში მუშაობდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება