რასელ ქროუ მილიარდერის ქალიშვილზეა შეყვარებული, რომელიც მასზე 31 წლით უმცროსია

რასელ ქროუ მილიარდერის ქალიშვილზეა შეყვარებული, რომელიც მასზე 31 წლით უმცროსია

ჰოლივუდის ვარსკვლავი რასელ ქროუ შეყვარებულია. "ოსკაროსანი" მსახიობი 31 წლით უმცროს სოფია ფორესტს ხვდება, რომელიც ავსტრალიელი მილიარდერის ენდრიუ ფორესტის ქალიშვილია.

იხილეთ ვიდეო

ქროუმ და სოფიამ ერთმანეთი ოთხი წლის წინ, მსახიობის ფილმის პრემიერაზე გაიცნეს. მაშინ სოფია 18 წლის იყო. ახლა გოგონა 22 წლისაა და 53 წლის რასელ ქროუს ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩუმად ხვდებოდა. წყვილის მეგობრების თქმით, ურთიერთობა თანდათან სერიოზული ხასიათის ხდება.

"გლადიატორმა" შეყვარებული თავის ორ შვილს გააცნო. ასაკობრივი სხვაობაც კი არ დაუდგა წინ მათ ურთიერთობას. ქროუ სოფიას მამაზე, მილიარდერ ენდრიუ ფორესტზე, მხოლოდ რამდენიმე წლით უმცროსია. სოფია ძალიან მხიარული გოგოა, ძალიან თავმდაბალი და იცის რა უნდა ცხოვრებაში, რაც ძალიან მოსწონს რასელს. მეგობრებმა ვიცით, რომ ორივე გიჟდება ერთმანეთზე, ისეთი შეყვარებულები არიან" - ამბობს წყვილთან დაახლოებული პირი.

მომზადებულია msn.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება