Eric Benet და CeeLo Green უკვე ბათუმში არიან!

 Eric Benet და CeeLo Green უკვე ბათუმში არიან!

ამერიკელი მუსიკოსები Eric Benet და CeeLo Green ბათუმში პირადი თვითმფრინავით ჩაფრინდნენ. მათ აეროპორტში "ბლექ სი არენას" გუნდი და ჟურნალისტები დახვდნენ. ერიკ ბენე საქართველოში მეორედაა, სილო გრინისთვის კი ეს ჩვენს ქვეყანაში პირველი ვიზიტია და 5 "გრემის" მფლობელი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე "ბლექ სი არენაზე" 10 აგვისტოს წარდგება.

ერიკ ბენეს პროექტი "სოულის ღამე" ორივე შემსრულებლის კონცერტს ითვალისწინებს, ბენე 45-წუთიანი, ხოლო სილო გრინი ერთსაათიანი პროგრამით წარდგებიან. შემსრულებლებმა თან ვარსკვლავური შემადგენლობის ბენდი ჩამოიყვანეს, რომლებიც პლანეტის საუკეთესო მომღერლებს უმშვენებენ გვერდს.

დღეს მუსიკოსები დაისვენებენ, ხვალ კი რეპეტიციის გავლას გეგმავენ.

შეგახსენებთ, კონცერტი 10 აგვისტოს გაიმართება, ბილეთების შეძენა კი შეგიძლიათ საიტზე www.tkt.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება