კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
12:20 / 12-08-2017
"მითხრა, წყალი მომიტანეო, გავედი და როცა ოთახში დავბრუნდი, უკვე ცუდად იყო" - ჯანსუღ ჩარკვიანი უმძიმეს მდგომარეობაში რეანიმაციაშია
პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. როგორც AMBEBI.GE-ს მისმა ქალიშვილმა, თაკო ჩარკვიანმა განუცხადა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

- მამა კლინიკაში 9 დღის წინ მოვათავსეთ და ის არამიანცის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია. მოულოდნელად გახდა ცუდად და ინსულტით მოათავსეს საავადმყოფოში. ძალიან მძიმედ არის.

- მოულოდნელად გახდა ცუდად?
- სულ ვაკონტროლებდით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. არ ვამბობ, რომ ეს არ მოხდებოდა, მაგრამ კიდევ ერთი ვაჟკაცი ქართველი მოკლეს. ერთ-ერთ გადაცემაში მამას ჰკითხეს, იყო თუ არა რუსეთი ოკუპანტი, რაზეც მან უპასუხა რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს ოკუპაცია მას 2008
წელს არ დაუწყია. ამის შემდეგ ერთ-ერთ გაზეთში დაიწერა ძალიან ცუდი პასკვილი მამაზე. როცა ეს პასკვილი წაიკითხა, მითხრა, წყალი მომიტანეო, გავედი და როცა ოთახში დავბრუნდი უკვე ცუდად იყო.

- რას ამბობენ ექიმები?
- მძიმე ინსულტი აქვს, მძიმეა მისი მდგომარეობა. ფილტვის პნევმონიაც აქვს. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი მდგომარეობიდან გამოსაყვანად. მთელი საქართველო გვირეკავს, სიყვარულიც ეს ყოფილა, გაოცებულები ვართ.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
10:50 / 16-08-2017
მედიკო
7
თქვენ არ გეხსომებათ როგორ უგალატა საქართველოს 1 პრეზიდენტს და როგორ დასცინოდა პროვინციელების პრეზიდენტი ხარო.კველა იმას იგებს რასაც იმსახურებს უფლის ნებით.ნათია თავი რომ მოგაქვს იქნებ გენახა ვინმე ნორმალური თუ გკავს გვარში და გაგეგი სიმართლე
12:39 / 15-08-2017
rj
1
ბატონი ჯანსუღი საქართველოს ღირსეული შვილია,ჯანმრთელობას ვუსურვებ! ვიცით,რომ მოკვდავნი ვართ,რაც ალამაზებს ცხოვრებას.ბატონ ჯანსუღის ცხოვრება ამის მაგალითია!
მსგავსი სიახლეები
"პირველად მივეცი თავს უფლება ასაკოვან ადამიანებზე, რომელთაც მრავალი წელი მეტნაკლებად ვიცნობდი, ეს სიტყვები მეთქვა"
10 მაისს თბილისის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანების
"ეს ხელოვნება პასუხობს ჩვენს გრძნობებს, ამიტომ ვეთანხმებით, მოგვწონს"
ირმა გიგანი საკმაოდ პატარა იყო, როცა ბიძამისის მამუკა ჩარკვიანის სიმღერის მელოდია როიალზე ააწყო
"სააკაშვილს საიდან უნდა ჰქონოდა იმდენი ფული, ორი თვითმფრინავი ეყიდა და მილიონები გადაეხადა"
"იცოდნენ კი არა მათგან მოდის ყველაფერი! სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო "
"ასე მალე ვერ მოვაჭკვიანებთ რუსეთს, მაგრამ ერთი ის მითხარით, მათ რა გააკეთეს ვინც ჩვენ დაგვცინიან?!"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:14 / 23-08-2017  Image პატრიარქმა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეებს საკვები და სასმელი გაუგზავნა
"ვამბობთ "ღმერთის გარეშე არაფერი ხდება", მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ძალისხმევის გამორიცხვა"
14:10 / 23-08-2017  Image რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს
უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობის ბიომრავალფეროვნებას ხანძარი ანადგურებს
14:48 / 23-08-2017  Image თბილისელმა მძღოლმა "სითი-პარკს" 16 000-ლარიან ჯარიმაზე სასამართლოში დავა მოუგო
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 1 წლის განმავლობაში დაგროვილი 10-ლარიანი საჯარიმო ქვითარი დაგვიანებით ჩაბარდა"
14:23 / 23-08-2017  Image თაკო ნაცვლიშვილის უმცროსი და, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
ოჯახს ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილიც შეეძინა
13:01 / 23-08-2017  Image "ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი ვიპოვეთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი
"პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49