მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე უკვე საქართველოშია

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე უკვე საქართველოშია

ქართველ მევიოლინეს აეროპორტში მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადების" ორგანიზატორები, მეგობრები და მასმედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

,,ღამის სერენადები“ წელს მეცხრედ ტარდება. კონცერტები 26-28-29 აგვისტოს ტრადიციულად, ბათუმში გაიმართება. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს წინ დიდი დღესასწაული ელით, ფესტივალის სტუმრები იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები, ცნობილი გერმანელი პიანისტი და დირიჟორი იუსტუს ფრანცი, საერთაშორისო ასპარაზზე აღიარებული გურფინკელების ოჯახი: კლარნეტისტები დანიელი და ალექსი, ასევე მათი მამა მიხაელ გურფინკელი; უცხოელ სტუმრებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობს ქართველი დირიჟორი დავით მუქერია.

31 აგვისტოს კი მუსიკოსი, თბილისში - რუსთაველის თეატრში გამართულ გალა კონცერტზე წარდგება მსმენელის წინაშე.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება