BIAFF 2017 ბლოგერებისთვის კონკურსს აცხადებს

BIAFF 2017 ბლოგერებისთვის კონკურსს აცხადებს

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი ბლოგერებისთვის კონკურსს აცხადებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, კონკურსის მთავარი მოთხოვნა კინოფესტივალის ინტენსიურად და საინტერესოდ გაშუქებაა. ფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს გაიმართება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 25 ავისტომდე უნდა შეავსონ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ მისამართზე - https://goo.gl/dLbGGc.

კონკურსში მონაწილებისთვის საჭიროა:

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს აქტიური ბლოგი და ბლოგერობის გარკვეული გამოცდილება;

რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილე ბლოგერებს უნდა შეეძლოთ კინოფესტივალის პერიოდში ბათუმში ყოფნა და კინოფესტივალზე დასწრება;

ბლოგზე კინოფესტივალის ბანერის განთავსება (საიტზე გადასასვლელი ბმულით), კინოფესტივალამდე 1 ბლოგპოსტის გაკეთება; კინოფესტივალის მსვლელობისას არსებული სიახლეების გაზიარება სოციალური ქსელების მეშვეობით.

ფესტივალი მონაწილეებს სთავაზობს:

აკრედიტაციას, რაც საშუალებას მისცემს დაესწრონ ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილ ნებისმიერ კინოჩვენებას;

ბლოგერებს ფესტივალის მსვლელობისას ექნებათ საშუალება დაესწრონ ყველა პრესკონფერენციასა და მასტერ კლასს, ჩაწერონ ფესტივალის სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები;

ყველა ბლოგერს გადაეცემა ბეჯი, სადაც აღნიშნული იქნება ბლოგერის სახელი;

ბლოგერებს საშუალება ექნებათ დაესწრონ კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიას (ასევე დახურვის ბანკეტს), რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება;

ყველა ბლოგერს მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი ბლოგერების კონკურსის პრიზები;

BIAFF პრიზი - 3 ბლოგერი, რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს. მომავალ წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს და სამივე ბლოგერის ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისინი მოწვეულნი იქნებიან კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიასა და ბანკეტზე;

BIAFF პრიზი - სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრება - საუკეთესო 3 ბლოგერს BIAFF დაუფინანსებს სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების ხარჯებს შემდეგი პირობებით - #1 ადგილი - აკრედიტაცია, ავიაბილეთი + განთავსება (5 ღამე);

#2 ადგილი - აკრედიტაცია, ავიაბილეთი (ერთი გზა) + განთავსება,

#3 ადგილი - აკრედიტაცია, განთავსება.

განთავსება მოხდება აპარტამენტში - შესაბამისად საჭიროა სამივე ბლოგერის ჩასვლა ერთსა და იმავე პერიოდში. პრიზით სარგებლობისთვის აუცილებელია ბლოგერებისგან სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების საბოლოო კონფორმაცია ფესტივალამდე 2 თვით ადრე;

სასტუმრო „რჩეული ვილას“ ქსელის პრიზი - გამარჯვებულ 3 საუკეთესო ბლოგერს გადაეცემა 2 დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმრო „რჩეულ ვილას“ რომელიმე სასტუმროში (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, სიღნაღი) დასვენებისთვის.

ბლოგერების კონკურსს აგვისტოს ბოლომდე დაემატება ასევე სხვა პრიზებიც (სხვადასხვა კომპანიებთან მოლაპარაკების შემდეგ).

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება