გორან ბრეგოვიჩი 26 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ზე ქართველი მსმენელისთვის იმღერებს

გორან ბრეგოვიჩი 26 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ზე ქართველი მსმენელისთვის იმღერებს

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე კომპოზიტორი, გორან ბრეგოვიჩი აგვისტოში საქართველოს ეწვევა. ის 26 აგვისტოს „Black Sea Arena“-ზე კონცერტს გამართავს. კონცერტის ორგანიზატორია არტმედია გრუპი.

ამის შესახებ ინფორმაცია TKT.ge-ზე ვრცელდება.

"გორან ბრეგოვიჩი უამრავი ცნობილი სიმღერისა და საუნდრეკის ავტორია. მათ შორის, მან შექმნა მუსიკა ემირ კუსტურიცას ცნობილი ფილმებისთვის, რომლებსაც ასრულებდნენ ისეთი კალიბრის ვარსკვლავები, როგორიცაა იგი პოპპი და სეზარია ევორა.�მისი მუსიკა ერთმანეთში აერთიანებს ბალკანურ ფოლკლორს, როკსა და სიმფონიას. სწორედ ეს, ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულებების სინთეზი ტოვებს მსმენელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.� გორან ბრეგოვიჩი მუდმივად ეწევა აქტიურ საგასტროლო მოღვაწეობას „Wedding and Funerals Orchestra“-ს თანხლებით, რომელსაც თავადვე ხელძღვანელობს და არცერთ ქვეყანაში არ ტოვებს ცარიელ ადგილებს საკონცერტო დარბაზებში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"მხოლოდ მუსიკა არასოდესაა საკმარისი, ცოტა სიგიჟეც უნდა იყოს მასში. ადამიანები მუსიკით უფრო ბედნიერები უნდა ხდებოდნენ. ჩემ ბოლო ალბომს ასეთი დევიზი აქვს: არავინაა გიჟი, რადგან არავინაა ნორმალური.

გულახდილად რომ ვთქვა, არ ვარ კარგი კინო კომპოზიტორი. უბრალოდ გამიმართლა რომ ისეთ ფილმებზე მომიწია მუშაობა, რომლებსაც არ ჭირდებოდათ კინო კომპოზიტორი, ჩემი მუსიკა ძალიან მელოდიური და აგრესიულია კინო ინდუსტრიისთვის. ამიტომ დიდი ხანია კინოსთვის მუსიკა არ დამიწერია.

თავიდან ჩემ მუსიკოსებს ქორწილის და დაკრძალვების დამკვრელებს ვეძახდი, რადგან რასაკვირველია ჩემთან ერთად თავიდან ქორწილებში და დაკრძალვებზე უკრავდნენ. ხალხს მოსწონს ციგნების მუსიკა, მაგრამ თავად ციგნები არ მოსწონთ. ციგნები ევროპელი კოვბოები არიან, რადგან ყველაფერი დაკავშირებულია თავისუფლებასთან და არ მეგულება ადამიანი ვისაც არ ენდომება ერთი დღე იყოს ციგანი.

თანამედროვე იდეების დიდი ნაწილი ციგნებისგან მოდის. მაგალითად ის იდეა, რომ დღევანდელობით უნდა ვიცხოვროთ. მე მთელი ჩემი ცხოვრებაა ციგნებთან ერთად ვუკრავ და ყოველთვის რაღაც სასწაული ხდება ხოლმე მათთან ერთად. ეს ხალხი საოცარ მუსიკას ქმნის მუდამ.

მე პროფესიონალი მუსიკოსი ვარ და ვთვლი რომ არაფერია განსაკუთრებული ამაში. ზოგი მასწავლებელია, ზოგი ქარხანაში მუშობს, ზოგი პოლიციაში. მე ფილოსოფიას ვსწავლობდი და მარქსიზმის პროფესორი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მუსიკის გამო თავი დავანებე. მას შემდეგ მხოლოდ მუსიკოსი ვარ. მე როგორც ყველა, ისე ვმუშაობ დღეში რვა საათს, არ ველოდები შთაგონების მოსვლას.

საქართველოში ჩემი ზაფხულის პროგრამას დავუკრავ. ძალიან დიდი მხიარულება იქნება. ჩემ კინო მუსიკასაც დავუკრავ, ოპერის კომპოზიციებსაც, ბოლო ალბომიდანაც და ჩემი მომავალი ალბომიდანაც.

თბილისში ძალიან კარგი დრო მაქვს გატარებული, როდესაც ნანა ჯორჯაძის ფილმის მუსიკაზე ვმუშაობდი. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მუსიკა რაც შემიქმნია, ქართული მუსიკის გამოყენებით იყო. ნანა ჯორჯაძისთვის ხაჭაპურის რეცეპტის სიმღერაც დავწერე.

თუ ოდესმე მუსიკის კეთებას შევწყვეტ, ვფიქრობ სახლში დავრჩები და შევწყვეტ მოგზაურობას. უკვე საკმარისად ვიმოგზაურე დაწყებული არგენტინით, დამთავრებული ისლანდიით, დავუკარი ახალ ზელანდიაშიც და ციმბირშიც. დავჯდები სახლში და ჩემი ოჯახისთვის კერძებს გავაკეთებ".- გორან ბრეგოვიჩი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება