თბილისში ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა Nicolas Jaar ჩამოდის!

თბილისში ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა Nicolas Jaar ჩამოდის!

ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის კიდევ ერთი საინტერესო, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალების სერია - DECODER დაფუძნდა. ფესტივალი ყოველთვიურად, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, მისი მუსიკალური პროგრამა, ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა მიმართულებას და მიმდინარეობას მოიცავს და საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტებით იქნება დაკომპექტებული.

DECODER-ის პირველი სერია 21 სექტემბერს გაიმართება და ის, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას Nicolas Jaar-ს უმასპინძლებს. როგორც ფესტივალის ორნგანიზატორები აცხადებენ, არტისტის შემოქმედებას პროფესიული მუსიკალური განათლებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების გამო, განსაკუთრებული შინაარი აქვს.

ქართველი მსმენელი 21 სექტემბერს, საუკეთესო ცოცხალი შესრულების ტიტულის მქონე არტისტის, ალბომის ცოცხალ შესრულებას მოისმენს, რომელსაც პირადი და პოლიტიკური კონტექსტი აქვს.

პირველი სერია, მულტიფუნქციურ საკონცერტო დარბაზ SPACEHALL-ში გაიმართება. ორგანიზატორები სხვა საერთაშორისო მასშტაბის არტისტების ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელენ, თუმცა, როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნეს, ფესტივალის ფარგლებში, ელექტრონული მუსიკის ძალიან ბევრი ცნობილი არტისტის ვიზიტი უკვე ჩანიშნულია.

ნარიტა ჩხაიძე

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება