რომელი ფილმი წარადგენს საქართველოს "ოსკარზე" - კომისია საუკეთესოს არჩევს

რომელი ფილმი წარადგენს საქართველოს "ოსკარზე" - კომისია საუკეთესოს არჩევს

საქართველოს "ოსკარზე" წარსადგენ ფილმებს ხვალ, 30 სექტემბერს კინოსახლის განახლებულ დარბაზში გამოავლენს. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, სპეციალური კომისია 4 ფილმის ნახვის შემდეგ დახურული კენჭისყრის შედეგად შეარჩევს "ოსკარის" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ნამუშევარს.

ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება 2 აგვისტოს დაიწყო და 11 აგვისტოს დაასრულა.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ 4 განაცხადი შევიდა. შესაბამისად, "ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს: "ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი); "მძევლები" (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი); "საშიში დედა" (რეჟისორი: ანა ურუშაძე) და "ლუკა" (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე).

"ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც 9 წევრისგან შედგება. ესენი არიან: კახი კანდელაკი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, ლანა ღოღობერიძე - რეჟისორი, კოტე ჯანდიერი - სცენარისტი, ოთარ შამათავა - რეჟისორი-პროდიუსერი, ია სუხიტაშვილი - მსახიობი, არჩილ ახვლედიანი - ოპერატორი, გიორგი ოვაშვილი - რეჟისორი, ქეთი ტრაპაიძე - კინომცოდნე და ზურაბ მაღალაშვილი - კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონია, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის კინოთეატრში გაიმართება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება