ქეთი დოლიძე - დაპირისპირება პიროვნულია მინისტრის და მანანა ბერიკაშვილის მხრიდანაც, რომელთანაც 2012 წელს ჩავასკდი გურჯაანში, კინაღამ რომ მოკლეს

ქეთი დოლიძე - დაპირისპირება პიროვნულია მინისტრის და მანანა ბერიკაშვილის მხრიდანაც, რომელთანაც 2012 წელს ჩავასკდი გურჯაანში, კინაღამ რომ მოკლეს

რეჟისორ ქეთი დოლიძის განცხადებით, თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების თაობაზე კულტურის მინისტრის მოადგილის, მანანა ბერიკაშვილის შეფასებები გაუგებარია.

კინორეჟისორისთვის გაუგებარია ისიც, რატომ ატყდა გარკვეული კამპანია მის წინააღმდეგ.

"ჩემთვის გაუგებარია და ვერასდროს გავიგებ, რატომ ატყდა ეს კამპანია ჩემს წინააღმდეგ. ბევრს ნუ ლაპარაკობს ბატონი მინისტრი, როცა ამბობს, რომ ეს არ არის პიროვნული დაპირისპირება. ზუსტად პიროვნულია და ზუსტად არის ანგარიშსწორება მისი მხრიდან, ასევე მანანა ბერიკაშვილის მხრიდან, რომელთანაც ჩავასკდი გურჯაანში, კინაღამ რომ მოკლეს 2012 წელს. მე წავედი, ნინელი წამომყვა იმიტომ, რომ ჩემი ჯგუფელია. რატომ ხდება ეს? მანანა ბერიკაშვილს, რომელიც გიორგაძემ გაუშვა და მერე დააბრუნებინეს, ხომ არ ავიწყდება ვინ დააბრუნა? ისეთი არაჩვეულებრივი მამის და დედის შვილია, ამას რას სჩადის? იმის ნაცვლად, რომ მანანა ბერიკაშვილს ეთქვა, ეს კონფლიქტი ასე არ უნდა იყოსო, პირიქით აცხადებს, რომ თეატრში არ მივდივარ და ა.შ. თქვენი თანამდებობა ქალბატონო მანანა მუდმივია? რა დამიწუნეთ? ნებისმიერ სასამართლოში წამოგყვებით, ოღონდ იქ, იმ სასამართლოში მიპასუხებთ იმაზე, რაც თქვენ დაგიფარეს, გიშველეს, მთელი "ისტერნ პრომოუშენის ამბებს", თქვენ მილიონებს ატრიალებთ და მე გროშებს მითვლით", - განაცხადა ქეთი დოლიძემ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში.

ნინო ჩხეიძის საახალწლო ფოტოსესია - მომღერალი თბილისის ქუჩებში საღამოს კაბებით სეირნობს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ დაინახა ბატონმა გრიგოლმა მიატოვა, ახლა გაახსენდათ ანანიაშვილი და რუსულ ბალეტი" - დავით ოქიტაშვილი

"არ მიღირდა თითქმის განახევრებულ ხელფასზე მუშაობა" - რატომ დატოვეს "ტვ პირველი" ირინა ონაშვილმა, ესმა კუნჭულიამ და რატი დურგლიშვილმა