ქართველი მომღერლისა და იტალიელი ბიზნესმენის ზღაპრული ქორწილი იტალიაში

ქართველი მომღერლისა და იტალიელი ბიზნესმენის ზღაპრული ქორწილი იტალიაში

მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო ვარსკვლავი თეონა დვალი იტალიელ ბიზნესმენზე გათხოვდა. თეონამ და ჯაკომომ იტალიაში ზღაპრული ქორწილი გადაიხადეს. პატარძალი საკურთხეველთან მამამ, თემურ დვალმა მიაცილა, ქორწილში 150 კაცი იმყოფებოდა. ქორწილი ჯაკომოს დედის მიერ იყო ორგანიზებული. ქორწილის ფოტო და ვიდეოკადრები თეონამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ნახეთ ვიდეოკადრები ქორწილიდან

თეონამ და ჯაკომომ ერთმანეთი 5 წლის წინ მოსკოვში გაიცნეს. "კონკურსში ვმონაწილეობდი. ჯაკომო თავის ბიზნესსაქმეებზე იყო ჩამოსული და შემთხვევით აღმოჩნდა ამ კონკურსზე. ერთმანეთი გავიცანით, შემდეგ ყავაზე დამპატიჟა. მერე ისე მოხდა, რომ მე საქართველოში დავბრუნდი და 5 წლის განმავლობაში, ორი-სამჯერ თუ ვნახე. თუმცა, თავს არ მანებებდა, სულ მწერდა და იცოდა, სად ვმღეროდი, რომელ ქალაქში ვიყავი და ა.შ", - ამბობდა თეონა დვალი რამდენიმე თვის წინ ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება