კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
10:12 / 13-09-2017
ფესტივალი ღვინის სამშობლოში, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ
ქართული ღვინო რომ ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში, დღეს უკვე არავინ დავობს - გორში, შულავერის გათხრებისას, რომელიც თბილისის სამხრეთით მდებარეობს და სამხრეთ კავკასიაში ადამიანებით დასახლებულ ერთ-ერთ უძველეს ტერიტორიად მიიჩნევა, არქეოლოგიური სამუშაოების დროს თიხის ნაკეთობათა ნამტვრევები აღმოჩნდა, რომელთაც წითელი ფერის ნალექი ჰქონდა, სავარაუდოდ, ღვინის კვალი - ტერიტორიაზე აღმოჩენილ ნასახლარებს რვა ათასი წლის ისტორიას მიაწერენ. სწორედ აქაა ნაპოვნი ვაზის ორგანული ნარჩენებიც, რომლებიც კავკასიის ამ ნაწილში უხვად იზრდება. აქვე მიაგნეს უძველესი ვაზის წიპწებსაც (6 ცალი), რომლებიც მოშინაურებული ვაზისას ჰგავს.
ისინი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კოლექციაში ინახება. თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ამავე დასახლების თიხის ნაკეთობათა დეტალები. კომპიუტერულმა რეკონსტრუქციამ აჩვენა, რომ ეს იყო ბრტყელი ფსკერისა და ვიწრო ყელის მქონე ჭურჭელი, რომელიც 5 ლიტრამდე სითხეს იტევს - სწორედ ეს გარემოებები ქართველებს გვაძლევს ამბიციის საფუძველს საქართველოს ღვინის სამშბოლოდ წარმოვაჩინოთ. რაც მთავარია, ამ მოსაზრებას ცალსახად ემხრობიან ევროპის წამყვანი სპეციალისტებიც. წარსულს რომ თავი დავანებოთ, დღემდე ტურისტები თუ უბარლოდ დეგუსტატორები, ქართული ღვინის მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავენ - სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ ჩამოდის რეკორდული რაოდენობის ტურისტი ღვინის ფესტივალებზე.

ვისაც ქართული ღვინისა და მისი ისტორიის უკეთ გაცნობის სურვილი აქვს, ღვინის ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის“ ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებლები 15 ოქტომბერს გრანდიოზული ფესტივალისთვის ემზადებიან - „ქართული ღვინის ფესტივალი“ შარდენის მოედანზე, 12:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება, სადაც მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ და ერთმანეთს საუკეთესო მეღვინის ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. გამოფენაზე 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა- გაყიდვა იგეგმება. ფესტივალი დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის აქტივობებით. უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული პური, მრავალფეროვანი მუსიკა - ეს მხოლოდ მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რაც ფესტივალზე დაგხვდებათ და რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
09:19 / 14-09-2017
ალექს
0
სწორია,ეშმაკისაა არაყი,ანგელოზებისაა ღვინო,აქაა ჭეშმარიტება !<br />
მართალია, ხანდახან, თავდავიწყებაც !<br />
სადღაა ტიკჭორა,თორემ მუხისას მირჩევნია დასამარხად !
გამოეხმაურე / 0 /
06:15 / 14-09-2017
datiko48
0
იყო დაწერილი და ნაჩვენები სურათები იტალიაში ნაპოვნი თიხის "ქვევრები" რომლის წლოვანება იწყება მე-5 საუკუნიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე,ყველა იტყუება,ყურძნის და ღვინის სამშობლოა საქართველო,იმიტომ შემოაბრძანა ყურძნის ლერწმნიდან შექმნილი წმინდა ჯვარი წმინდა ნინომ რომელიც გადასცა ღვთისმშობელმა!!!
გამოეხმაურე / 0 /
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
15:25 / 17-01-2018  Image "პატრიარქს სთხოვა მოენათლა, ციხეშივე მონათლეს..." - რას ჰყვება მარეკ დუდაევზე მისი ქართველი ადვოკატი
"ერთხელ მითხრა, ისეთი ცხოვრება მაქვს გავლილი, ნეტავ რატომ გადავრჩიო..."
13:10 / 17-01-2018  Image 3 პირის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს პატიმრობა შეუფარდეს
ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს
22:18 / 17-01-2017  Image როცა ლოგინის თეთრეულს ყიდულობთ, ეს უნდა იცოდეთ
ლოგინის თეთრეული დიასახლისის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია
17:23 / 17-01-2018  Image "მაგთიკომმა" ტარიფების გაზრდა დროებით შეაჩერა
"მაგთიკომმა" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა გაითვალისწინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49