რატომ ვერ შეძლო ლეონიდ აგუტინმა მაიამიში მყოფი შვილის დაცვა ქარიშხალ "ირმას" დროს

რატომ ვერ შეძლო ლეონიდ აგუტინმა მაიამიში მყოფი შვილის დაცვა ქარიშხალ "ირმას" დროს

რუსული ესტრადის ვარსკვლავი ლეონიდ აგუტინი მედიას იშვიათად უზიარებს ინფორმაციას საკუთარი ოჯახის და შვილების შესახებ, თუმცა რამდენიმე დღის წინ მან გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გააბრაზა ქალიშვილმა, როცა უარი უთხრა მაიამიდან გამომგზავრებაზე ქარიშხალ "ირმას" დროს.

აგუტინი ყვება, რომ როცა მაიამის, სადაც მას ვილა აქვს, ქარიშხალი დაატყდა თავს, დაუყოვნებლივ გაფრინდა სარისკო ზონიდან. თუმცა, მისმა ქალიშვილმა ნასტიამ, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს ბავშვობიდან, კატეგორიული უარი განაცხადა სახლის დატოვებაზე. ლეონიდმა ვერ შეძლო 18 წლის ქალიშვილის გადარწმუნება, რომელიც საქმროსთან, მარკთან ერთად დარჩა რისკის ზონაში.

"ბუნებრივი კატასტროფისგან ქალიშვილის დაცვა ვერ მოვახერხე. ახალგაზრდები არიან, სულელობენ, გაფრთხილებებს არაფრად აგდებენ. ვერ დავითანხმე გამოფრენაზე - ჩემი ბიჭის გარეშე ვერ წამოვალო ამბობდა. მათთვის ასეთი ამბები ექსტრიმია, აივნიდან ქარიშხლის გადაღება, რომ - აი, გმირები ვართ, ქარიშხალს არ გავექეცითო და შემდეგ ინსტაგრამზე ამის დადება", - ამბობს აგუტინი.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება