ქეთი დოლიძე - როდესაც ღალატია, უნდა გაიხურო კარები და დაიწყო ახალი ცხოვრება

ქეთი დოლიძე - როდესაც ღალატია, უნდა გაიხურო კარები და დაიწყო ახალი ცხოვრება

როდესაც ღალატია, თუნდაც შვიდი კაცისგან, უნდა გაიხურო კარები და დაიწყო ახალი ცხოვრება, - ამის შესახებ მიხეილ თუმანიშვილის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

ქეთი დოლიძემ დღეს თეატრში საკუთარი კაბინეტი დაცალა და პირადი ნივთები გაიტანა. თუმანიშვილის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამა. ქეთი დოლიძე აცხადებს, რომ მას უღალატეს.

"ოჯახის შემდეგ, თუკი ვინმეს აქვს ბატონი მიშასი თეატრის სრული არქივი, ეს მაქვს მე. მე გადავწყვიტე, რომ გავიტანო. ეს არის ჩემი პირადი ნივთები. პირადი ნივთები და ამით უნდა დავიწყო ახალი ეტაპი – მივხედო ბატონ მიშას მემკვიდრეობას, იმას, რაც მე მაქვს პირადად. ახალი ეტაპი იქნება სადმე სხვაგან სპექტაკლების დადგმა. მიწვევა მაქვს ლონდონში. როდესაც ღალატია, თუნდაც შვიდი კაცისგან, უნდა გაიხურო კარები და დაიწყო ახალი ცხოვრება", – განუცხადა ქეთი დოლიძემ ჟურნალისტებს.

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მიხეილ თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ქეთი დოლიძე გიორგი სიხარულიძემ შეცვალა. დოლიძე აუდიტის დასკვნაზე აცხადებს, რომ მისი მმართველობის პერიოდში თეატრში არანაირი დარღვევა არ ყოფილა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება