ცნობილმა მოდელმა აღიარა, რომ ტრანსგენდერია და ქალი 16 წლის ასაკში გახდა

ცნობილმა მოდელმა აღიარა, რომ ტრანსგენდერია და ქალი 16 წლის ასაკში გახდა

23 წლის მოდელმა ტედი ქუინლივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ტრანსგენდერია. ტედი ისეთ დიზაინერებთან მუშაობს, როგორებიც არიან ჯერემი სკოტი, კაროლინა ჰერერა და დიან ფონ ფურშტენბერგი. პირველად ის "ლუი ვუტონის" კრეატიულმა დირექტორმა, ნიკოლა ჟესკუირმა აღმოაჩინა 2015 წელს.

ნიუ იორკის მოდის კვირეულის დროს ქუინლივანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა "ქამინგ აუთის" გაკეთება. "საკუთარი იდენტობის გამხელა მსოფლიოში და ამერიკაში არსებული პოლიტიკური კლიმატის გამო გადავწყვიტე. ობამას ადმინისტრაციის დროს დიდ პროგრესს მივაღწიეთ, ახალი ადმინისტრაცია კი უკან გვხევს. ტრანსგენდერების მიმართ დიდია ძალადობის ფაქტები. მე საჭიროება ვიგრძენი, რომ გამემხილა ჩემი თავი. ტრანსგენდერ საზოგადოებას მეტი ხილვადობა ჭირდება, მეტი ხილვადობა, მეტ მიმღებლობას გააჩენს", - ამბობს მოდელი, რომელიც გამოტყდა, რომ სქესი 16 წლის ასაკიდან შეიცვალა და ქალი გახდა.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება