90-იანი წლების ქართული კინემატოგრაფის ჟანრული სივრცე

90-იანი წლების ქართული კინემატოგრაფის ჟანრული სივრცე

თუ ქართულ საბჭოთა კინემატოგრაფს ჟანრების განვითარების კუთხით გავაანალიზებთ, აშკარა გახდება, რომ ჟანრული კინო მუდამ მისი "აქილევსის ქუსლი" იყო. მკაფიოდ იკვეთება, რომ ქართული საბჭოთა კინო ჟანრული მრავალფეროვნებით ნაკლებად ხასიათდება. წარმატებების უდიდესი ნაწილი სულ რამდენიმე ჟანრის ვიწრო ველშია მოქცეული. კერძოდ, ქართული კინოს ჟანრული უპირატესობები ორ ძირითადი ჟანრს - დრამასა და კომედიას, მათ ქვესახეობებსა თუ სახეცვლილებებს შორის ტრიალებს.

რაც ეხება სხვა, განსაკუთრებით ,ე.წ. მასობრივ, სამაყურებლო ჟანრებს, მათი რიცხვი იმდენად მცირეა, რომ შეიძლება ითქვას - ქართული კინო მათ საერთოდ უგულვებელჰყოფს. საბჭოთა პერიოდში შექმნილი დეტექტივების, სათავგადასავლო ფილმების, წმინდა ჟანრის მელოდრამების, კრიმინალური დრამების ჩამოსათვლელად ათი თითიც საკმარისია. მაინცდამაინც ვერც ისტორიული ფილმებით დავიკვეხნით, აღარაფერს ვამბობ ისეთ ჟანრებზე, როგორიცაა მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, თრილერი, საშინელებათა ფილმი და ა.შ.

ქართული კინოს ამგვარი გულგრილობა მასობრივი ჟანრების მიმართ შეიძლება ამ უკანასკნელისადმი საბჭოთა იდეოლოგიისა და ოფიციოზის დამოკიდებულებითაც აიხსნას. მასობრივი ჟანრების მთავარი მასაზრდოებელი წყარო და საფუძველი ხომ მასობრივი ცნობიერების არქეტიპულობაა. საბჭოთა იდეოლოგია კი მთელი შეგნებით იბრძოდა სწორედ ასეთი არქეტიპული აზროვნების წინააღმდეგ და ცდილობდა ახალი, ისტორიული მეხსიერებისგან თავისუფალი ადამიანი შეექმნა.

თუმცა შესაძლოა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი იყო და ქართული საბჭოთა კინემატოგრაფის ჟანრული სისტემის ჩამოყალიბებაზე თავისებურ გავლენას ასევე ახდენდა ეროვნული ხასიათის თავისებურებები, კულტურული პრიორიტეტები, ღირებულებათა დამკვიდრებული სკალა თუ სხვა ფაქტორები.

წაიკითხეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება