"თუ სიმღერას ვერ შევძლებ, სიცოცხლე აზრს დაკარგავს..." - ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

"თუ სიმღერას ვერ შევძლებ, სიცოცხლე აზრს დაკარგავს..." - ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა. 80 წლის ტენორი ბოლო წლები ავადმყოფობდა. ის მოსკოვში დაიღუპა.

ოჯახის ახლობლების განცხადებით, მომღერალს საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.

ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს, სოხუმში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დავით ანდღულაძის ხელმძღვანელობით და მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში მღეროდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

იხილეთ ვიდეო: შორიდან დანახული სოხუმი და ზურაბ სოტკილავას ემოციური მოგონებები - ქართველი ტენორი რუსულ შოუში გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე

1966-1968 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის ლა სკალაში. 1973 წელს, დონ ჟოზეს პარტიით, მომღერლის დებიუტი შედგა მოსკოვის დიდ თეატრში, ერთი წლის შემდეგ კი ზურაბ სოტკილავა ამავე თეატრის დასს შეუერთდა, როგორც სოლისტი. პარალელურად, მოსკოვის კონსერვატორიაშიც ასწავლიდა.

მომღერალი მრავალრიცხოვანი საპატიო ორდენის მფლობელია, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მათ შორის, საქართველოს დამსახურებული არტისტი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. "ვერდის ნაწარმოებების ბრწყინვალე ინტერპრეტაციისთვის" ბოლონიის მუსიკალური აკადემიის საპატიო წევრად იყო არჩეული.

ზურაბ სოტკილავას ექიმებმა მძიმე დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს - კუწქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე. მომღერლის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 5 თვის წინ გაუარესდა. მან ექიმებს მუცლისა და გულმკერდის არეში მწვავე ტკივილების ჩივილით მიმართა.

რამდენიმე თვეში მომღერალმა წონაში 25 კგ დაიკლო. ონკოლოგიურმა გამოკვლევამ თავდაპირველად არაფერი გამოავლინა. სამწუხარო დიაგნოზი ზურაბ სოტკილავას გერმანულ კლინიკაში დაუსვეს. მომღერალს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. მას შემდეგ ზურაბ სოტკილავა ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა: "ექიმს მაშინვე ვუთხარი: მხოლოდ იმიტომ ვმკურნალობ, რომ ვიმღერო-მეთქი. თუ სიმღერას ვერ შევძლებ, სიცოცხლე აზრს დაკარგავს...", - განუცხადა ზურაბ სოტკილავამ რუსულ ინტერნეტ-გამოცემას 2015 წელს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება