„კამერა ობსკურა: ბერლინი - თბილისი“ ხელოვნებისა და მეგობრობის ფესტივალი იწყება

„კამერა ობსკურა: ბერლინი - თბილისი“ ხელოვნებისა და მეგობრობის ფესტივალი იწყება

2017 წლის 19-23 სექტემბერს საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით და გერმანული კომპანია RCCR Projects-ის ორგანიზებით პირველად გაიმართება ხელოვნების ფესტივალი „კამერა ობსკურა: ბერლინი-თბილისი“.

ხელოვნების ფესტივალი „Camera Obscura ბერლინი-თბილისი“ გერმანელი და ქართველი ხელოვანების მონაწილეობით ორ ქვეყანას შორის ხელოვნებისა და მუსიკის სფეროებში დიალოგის გაღრმავებას ეძღვნება, თუმცა მის ძირითად თემას ორი დედაქალაქის - თბილისისა და ბერლინის კულტურული ურთიერთობები წარმოადგენს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს კლასიკური მუსიკის კონცერტს, ჯაზ კონცერტს, ფოტოგამოფენას, დისკუსიებსა და კლუბურ საღამოს ბერლინელი დიჯეების მონაწილეობით.

ფესტივალში მონაწილეობას იღებენ გერმანიიდან ჩამოსული ის ცნობილი ხელოვანები, რომლებიც გარდა იმისა, რომ საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ, ქართველ კოლეგებს თავის პროფესიულ გამოცდილებასაც გაუზიარებენ.

გერმანიის ელჩის მოადგილე პილიტიკის კულტურისა და პრესის საკითხებში მონიკა ლენჰარდი:

მომდინარე კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა თბილისში გავეცნოთ გერმანელი ხელოვანების შემოქმედებას. ფოტოხელოვნება, მხატვრობა, არქიტექტურა და სამი სხვადასხვა ჟანრის მუსიკა: კლასიკა, ჯაზი და ელექტრონული მუსიკა, ასეთი ფორმებით ფესტივალი „კამერა ობსკურა; ბერლინი-თბილისი“ კულტურის სფეროების ფართო და საინტერესო, მაგრამ ასევე ფოკუსირებულ სპექტრს. 18 სექტემბერს სამეფო უბნის თეატრში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნება შაუშპილ დორტმუნდის გახმაურებული სპექტაკლით „თამაშის დასასრული“ სემუელ ბეკეტის ცნობილი პიესის მიხედვით. 26-27 სექტემბერს სპექტაკლი „ხსოვნის ქვები“ იქნება წარმოდგენილი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში. 7 და 8 ოქტომბერს სახალხო ზეიმი „ბოლნისობა“ ბოლნისში პირველი გერმანელი კოლონისტების ჩამოსვლიდან 200 წლის აღსანიშნავად, ბუნდესვერის სამხედრო ორკესტრის გამოსვლის ჩათვლით. 21 და 22 ოქტომბერს ჩვენ ველოდებით საშა ვალცის ცნობილ ქორეოგრაფიული წარმოდგენას „Continu“ ოპერისა და ბალეტის თეატრში. ცნობილი ბერლინელი ქორეოგრაფი საშა ვალცი წარმოდგენაში„Continu“ ყველა იმ ძირითად ელემენტს აერთიანებს, რომელიც უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ახასიათებდა მის შემოქმედებას.

ვფიქრობ, ინიცირებული მრავალი კულტურული ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხს შორის არსებულ მიღწევებზე ყურადღების გამახვილებას, საერთო კულტურული მომავლის წარმოჩენას და ხალხთაშორისი კავშირების უფრო მეტად გაღრმავებას.

ფესტივალის „კამერა ობსკურა: ბერლინი - თბილისი“ ორგანიზატორი მანანა მუსხელიშვილი:

- წელს დაფუძნდა ქართულ-გერმანული ხელოვნების ფესტივალი „კამერა ობსკურა: ბერლინი - თბილისი“, რომელიც პირველად გაიმართება ქართველი და გერმანელი ხელოვანების მონაწილეობით. ფესტივალი ორ ქვეყანას შორის ხელოვნების სხვადასხვა დარგებში ურთიერთობის გაღრმავებას ემსახურება, შესაბამისად ფესტივალის პროგრამაც მრავალფეროვანია და საინტერესო. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ გერმანიიდან ჩამოსული ის ცნობილი ხელოვანები, რომლებიც გარდა იმისა, რომ საკუთარ შემოქმედებას ძალიან მაღალ დონეზე წარმოადგენენ, ქართველ კოლეგებს თავის პროფესიულ გამოცდილებასაც გაუზიარებენ. ფესტივალი მწერალთა სახლის ეზოში გაიხსნება ცნობილი გერმანელი ფოტოხელოვანისა და მსახიობის მარგარიტა ბროიხის ფოტოგამოფენით „როდესაც ფარდა ეშვება“, კონსერვატორიის დიდ დარბაზში 20 სექტემბერს კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება, რისთვისაც გერმანიიდან სპეციალურად ჩამოვიდა დირიჟორი კრისტოფ გედშოლდი, რომელიც თანამშრომლობს ისეთ ოკესტრებთან როგორიცაა ლაიპციგის გევანდჰაუს ორკესტრი, დრეზდენის ფილარმონიული ორკესტრი, ჰამბურგის სახელმწიფო ფილარმონიული ორკესტრი, ბაზელის, ახალი იაპონური ფილარმპონიისა და მონრეალის სიმფონიური ორკესტრები. საინტერესოა ისიც, რომ ამ კონცერტისთვის თანამედროვე იტალიელმა არტისტმა ფლავიო დემარკომ გრაფიკული ნამუშევრები შეჰმნა, რომლის ჩვენებაც ამავე საღამოს იქნება შესაძლებელი. ფლავიო დე მარტო თბილისშია ფესტივალის სტუმრებთან ერთად. ფაბრიკაში გაიმართება პანელ-დისკუსია, თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი არქიტექტორი შტეფან ბრაუნფელზი ისაუბრებს ურბანული განვითარების თემაზე, რაც ძალიან მნიშვნეოლოვანია ფესტივალისთვის და ზოგადად აქტუალური თემაა ჩვენი ქალაქისთვის. ფესტივალის ბოლოს ელექტრონულ კლუბურ მუსიკას დაეთმობა, ამიტომ ბერლინიდან ჩამოსული დიჯეები შტეფან გოლდმანი და ბერლინის ელექტრონული სცენის ერთ-ერთი პირველი ლეგენდარული კლუბის WATERGATE-ის რეზიდენტი პატლაკი კაფე „გალერიში“ დაუკრავენ. მიხარია რომ გერმანელ ხელოვანებს ქართველი მუსიკოსებიც უერთდებიან და ჩვენ ერთობლივად ვიზეიმებთ მეგობრობისა და ხელოვნების დღეებს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება