თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანელი არქიტექტორი შტეფან ბრაუნფელზი პანელ-დისკუსიას „ურბანული განვითარება“ გამართავს

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანელი არქიტექტორი შტეფან ბრაუნფელზი პანელ-დისკუსიას „ურბანული განვითარება“ გამართავს

21 სექტემბერს 19:00 საათზე ფაბრიკაში (ნინოშვილის #8) ხელოვნების ფესტივალის „კამერა ობსკურა: ბერლინი -თბილისი“ ფარგლებში თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანელი არქიტექტორი შტეფან ბრაუნფელზის პანელ-დისკუსია გაიმართება თემაზე ქალაქის ურბანული განვითარება. ბრაუნფელზი სამუზეუმო არქიტექტურისა და რესტავრაციის ძალიან გამოცდილი სპეცილისტია. მან სახელი მუზეუმებზე, სამთავრობო და საოფისე შენობებზე მუშაობით დაიმკვიდრა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა 90-იანწლებში დრეზდენის ისტორიული ნაწილის რესტავრაცია და ისტორიული ციხე-სიმაგრის გამაგრების სამუშაოები კასელში. 1991 წლიდან 1993 წლამდე დრეზდენის ისტორიული ნაწილის რეკონსტრუქციისთვის ქალაქის დამგეგმავი გახდა. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორის არის მიუნხენის თანამედროვეობის პინაკოთეკა და Wilhelmshöhe-ს ციხესიმაგრე კასელში. ბრაუნფელსი ასევე პასუხისმგებელია ბერლინში მარი-ელისაბედ-ლუ-დერსის საპარლამენტო ბიბლიოთეკასა და ბერლინისპაულ-ლიობეს სახლის პარლამენტის შენობაზე. 2003 წელს ბრანუფელზს მიუნხენის ქალაქისგან მიენიჭა ჯილდო “München leuchtet”.

საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ხელოვნების ფესტივალი „კამერა ობსკურა: ბერლინი-თბილისი“, რომელიც 19 სექტემბერს დაიწყო და 24 სექტემბრამდე გაგრძელდება, გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით და გერმანული კომპანია RCCR Projects-ის, ქართული კომპანია Ex: Sound-ის ორგანიზებით წელს პირველად იმართება.

ხელოვნების ფესტივალი„Camera Obscura ბერლინი-თბილისი“ გერმანელი და ქართველი ხელოვანების მონაწილეობით ორ ქვეყანას შორის ხელოვნებისა და მუსიკის სფეროებში დიალოგის გაღრმავებას ეძღვნება, თუმცა მის ძირითად თემას ორი დედაქალაქის - თბილისისა და ბერლინის კულტურული ურთიერთობები წარმოადგენს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს კლასიკური მუსიკის კონცერტს, ჯაზ კონცერტს, ფოტოგამოფენას, დისკუსიებსა და კლუბურ საღამოს ბერლინელი დიჯეების მონაწილეობით. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ გერმანიიდან ჩამოსული ის ცნობილი ხელოვანები, რომლებიც გარდა იმისა, რომ საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ, ქართველ კოლეგებს თავის პროფესიულ გამოცდილებასაც გაუზიარებენ.

ფესტივალის ერთი დღე, 22 სექტემბერს ელექტრონულ კლუბურ მუსიკას დაეთმობა, ბერლინიდან ჩამოსული დიჯეები შტეფან გოლდმანი და ბერლინის ელექტრონული სცენის ერთ-ერთი პირველი ლეგენდარული კლუბის WATERGATE-ის რეზიდენტი პატლაკი კაფე „გალერიში“ დაუკრავენ.

ფესტივალს „კამერა ობსკურა: ბერლინი - თბილისი“23 სექტემბერს ფაბრიკაში ღია ცის ქვეშ დაასრულებს ახლადშექმნილი ქართულ-გერმანული ჯაზ-კვინტეტის კონცერტი რეზო კიკნაძის (საქსაფონი), მანფრედ ბრუნდლის (ბასი), მათიას ლინდერმაიერის(საყვირი), ლუკათოფურიას (კლავიში), ირაკლი ჭოლაძის(დასარტყამი ინსტრუმენტები ) შემადგენლობით. ჯაზ-კვინტეტის კონცერტამდე, მთელი დღის განმავლობაში ფაბრიკის ტერიტორია დაერთმობა ბერლინი-თბილისის მეგობრობის ზეიმს, 18:00 საათიდან ფაბრიკის ეზოში თემატური პროექციები მოეწყობა, გაიმართება კინოჩვენებაც და გერმანული სამზარეულოდან კერძების დაგემოვნებაც იქნება შესაძლებელი.

„კამერა ობსკურა: ბერლინი - თბილისი“

ფესტივალის პროგრამა:

ხუთშაბათი, 21 სექტემბერი, 19:00 საათი, ფაბრიკა

ურბანული განვითარება

შტეფან ბრაუნფელზის ლექცია არქიტექტურის შესახებ

პარასკევი, 22 სექტემბერი, 23:00 საათი, კაფე „გალერი“

ანდერგრაუნდ ბერლინი

კლუბური ღამე DJ პატლაკთან და DJ შტეფან გოლდმანთან ერთად

შაბათი, 23 სექტემბერი, 18:00 საათი, ფაბრიკა

თბილისის შეხვედრა ბერლინთან

გერმანულ-ქართული კონცერტი ღია ცის ქვეშ

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ:

გერმანიის საელჩო, „საქართველო-გერმანიის წლის“ PR-მენეჯერს მზეხა მახარაძეს

ტელ.: 593 59 28 72,

ფესტივალის „Camera Obscura: ბერლინი-თბილისი“ ორგანიზატორს მანანა მუსხელიშვილს ტელ.: 599 17 11 66

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება