"რუსკას 1400 ლარი ჰქონდა ხელფასი და იმასაც ვერ აძლევდნენ" - რას პასუხობს ნიკა გვარამიას თამარ მაყაშვილი

"რუსკას 1400 ლარი ჰქონდა ხელფასი და იმასაც ვერ აძლევდნენ" - რას პასუხობს ნიკა გვარამიას თამარ მაყაშვილი

"ნიჭიერის" გარშემო სკანდალები გრძელდება. ნიკა გვარამიამ "რუსთავი 2"-დან "იმედზე" გადასულ ყოფილ თანამშრომლებს "ფულზე გაყიდულები" უწოდა.

წაიკითხეთ: "ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი..." - სტეფანეს "ნიჭიერის" ჟიურიში გამოჩენამ ნიკა გვარამია გააღიზიანა

ფეისბუქ-განხილვებში არამხოლოდ ნიკა გვარამია, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და "ნიჭიერის" წამყვანი მსახიობი რუსკა მაყაშვილიც ჩაერთვნენ. მსახიობი პროექტის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფინანსური კრიზისის გამო, "X ფაქტორზე" 4 თვე ფეხმძიმე უფასოდ მუშაობდა.

"რეიტინგი" რუსკა მაყაშვილის დედას, თამრიკო მაყაშვილს დაუკავშირდა.

"არტისტები ვართ და არანაირ პოლიტიკაში არ ვერევით. ხელფასის გარეშე მუშაობდა ოთხი თვის ორსული რუსკა და მთელი სტაფი, რა შუაშია აქ პოლიტიკა. სადაც იყო ხელფასი იქ გადავიდნენ. გვარამია ბევრს რომ ლაპარაკობს და ყველას ჰგონია თითქოს რუსკას 15 000 ლარს უხდის ხელფასს, გამოაქვეყნოს სამი წლის მანძილზე რა თანხას უხდიდა? სულ რაღაც 1400 ლარი ჰქონდა ხელფასი და იმასაც ვერ აძლევდნენ  განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ: "X ფაქტორზე" 4 თვე ფეხმძიმე უფასოდ ვმუშაობდი - რას წერს "ფეისბუქზე" რუსკა მაყაშვილი