Nicolas Jaar თბილისში და ქართველი მესმენელი შთაბეჭდილებები საუკეთესო ცოცხალი შესრულების ტიტულის მქონე არტისტზე

Nicolas Jaar თბილისში და ქართველი მესმენელი შთაბეჭდილებები საუკეთესო ცოცხალი შესრულების ტიტულის მქონე არტისტზე

უზარმაზარი რიგი და ათობით ადამიანი - ასე გამოიყურებოდა 21 სექტემბერს, ღამის 22:00 საათზე დინამოს მიმდებარე ტერიტორია. ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა Nicolas Jaar თავისი ბოლო ალბომით, ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგა.

ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალის, DECODER-ის პირველი სერია, ელექტრონული მუსიკის მსმენელებისთვის კარგად ნაცნობმა, საუკეთესო ცოცხალი შესრულების ტიტულის მქონე არტისტმა გახსნა.

Nicolas Jaar ნამდვილად, მიიჩნევა ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად და თუკი, SPACEHALL-ში შეკრებილ ადამიანებს დავუჯერებთ, ეს მან ნამდვილად დაამტკიცა.

"ის, რომ თბილისში ელექტრონული მუსიკის კიდევ ერთი, ფესტივალების სერია დაიწყო ძალიან კარგია. მითუმეტეს, პირველი შემსრულებელი, ალბათ ყველასთვის საყვარელი Nicolas Jaar იყო. ვფიქრობ ფესტივალმა ნამდვილად გაამართლა და მოუთმენლად დაველოდები შემდეგ სერიებსაც" - ამბობს ერთ-ერთი მსმენელი ლიკო ჭიღლაძე.

"ბოლო ალბომი ნამდვილად გამორჩეულია, მის წინა ნამუშევრებთან შედარებით. მეორეჯერ ვარ მის ლაივზე და ყოველთვის საინტერესოა, როდესაც არტისტი ცოცხლად ასრულებს ვოკალის ნაწილს. ხმა და განათება, რა თქმა უნდა, SFACEHALL-ში უმაღლეს დონეზე იყო" - ამბობს კიდევ ერთი მსმენელი მარიამო ლორთქიფანიძე.

პირველი სერია, მულტიფუნქციურ საკონცერტო დარბაზ SPACEHALL-ში გაიმართა, თუმცა, ფესტივალი ყოველთვიურად, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. მუსიკალური პროგრამა კი ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტებით იქნება დაკომპექტებული.

შემდეგ სერიაში მონაწილე, საერთაშორისო არტისტების შესახებ, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, DECODER-ის ფარგლებში, ელექტრონული მუსიკის ძალიან ბევრი ცნობილი არტისტის ვიზიტი უკვე ჩანიშნულია.

ნარიტა ჩხაიძე

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება