90-იანების სუპერმოდელებს დღემდე საუკეთესო ფეხები აქვთ სამოდელო ბიზნესში - Versace-ს სუპერჩვენება მილანში

90-იანების სუპერმოდელებს დღემდე საუკეთესო ფეხები აქვთ სამოდელო ბიზნესში - Versace-ს სუპერჩვენება მილანში

22 სექტემბერს დონატელა ვერსაჩემ გარდაცვლილი ძმის, ჯანის 20 წლისთავისთვის, მილანის მოდის კვირეულზე 2018 წლის გაზაფხულის კოლექცია წარმოადგინა. იმის ხაზგასასმელად, რომ ღონისძიება მხოლოდ კოლექციის საჩვენებლად არ ეწყობოდა, დონატელამ იტალიური მოდის სახლის ჩვენება ძველ მეგობრებთან ერთად პომპეზურ ნოტაზე დაასრულა.

ოქროსფერ სამოსში გამოწყობილი 90-იანების სუპერმოდელები: სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, კლაუდია შიფერი, კარლა ბრუნი და ჰელენ კრისტენსენი ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ ჩვენების დასახურად პოდიუმზე. მათმა გრძელმა ფეხებმა დამსწრე საზოგადოების ყურადღება ყველაზე მეტად მიიქცია. საკუთარი უნაკლო სხეულებით 40 წელს გადაცილებულმა სუპერმოდელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ასაკის მიხედვით განსჯა მოძველებული ამბავია და წარსულში უნდა დარჩეს.

მომზადებულია vogue.com-ს მიხედვით