ქართულად ამღერებული იტალიელი სიძე - თეონა დვალის ქორწილი თბილისში გრძელდება

ქართულად ამღერებული იტალიელი სიძე - თეონა დვალის ქორწილი თბილისში გრძელდება

მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი თეონა დვალი გათხოვდა. მისი რჩეული იტალიელი ბიზნესმენია. თეონამ და ჯაკომომ ერთმანეთი 5 წლის წინ, მოსკოვში გაიცნეს.

წყვილმა ერთი ქორწილი 10 სექტემბერს იტალიაში გადაიხადა, დღეს კი გაბედნიერებას უფრო მასშტაბურად საქართველოში აღნიშნავენ.

თეონას და ჯაკომოს ქორწილში უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი, ცერემონიალი ამ წუთებში მცხეთაში მდებარე ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მიმდინარეობს.

იტალიელმა სიძემ ქართველებს სიურპრიზი მოუწყო და "თბილისო" ქართულად შეასრულა.

ქორწილი ნამდვილ კონცერტად გადაიქცა, სადაც ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და ქართული ესტრადის სხვა ცნობილი სახეები მღერიან.

სტუმრებს შორის კი უამრავი სელებრითია.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება