"აქ რომ დედები შვილებს ბავშვებს უზრდიან, ასეთი ტვირთი უცხოელ ქალებს არ აქვთ..." - სად სურს ცხოვრება ხატია შამუგიას

"აქ რომ დედები შვილებს ბავშვებს უზრდიან, ასეთი ტვირთი უცხოელ ქალებს არ აქვთ..." - სად სურს ცხოვრება ხატია შამუგიას

"პარიზში ყველა გემოვნებიანად და სადად ჩაცმული დადის, კარგად შერჩეული სამკაულებით. მსოფლიოში სამი მოდის ქალაქია: პარიზი, ლონდონი, ნიუ-იორკი... გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ მგონია, მათ შორის პარიზი ყველაზე დახვეწილია. იქ მეტი სისადავეა!" - ამჯერად რუბრიკაში - "გემოვნება" ხატია შამუგია ჩავწერეთ...

- რომელი მწერლების შემოქმედება გიყვარდათ ბავშვობაში და რომელი ახლა?

- ისე ვიზრდებოდი, რომ დედა და გამზრდელი დეიდა მაძლევდნენ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში უნდა წამეკითხა და სექტემბერში მათთვის ზეპირად ჩამებარებინა... რაც შეეხება საყვარელ მწერლებსა და წიგნებს, გემოვნება ყველა ასაკში სხვადასხვანაირია. პატარა რომ ვიყავი, ძალიან მიყვარდა ჟიულ ვერნი... რაც შეეხება პოეზიას, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ, ბუნებით რომანტიკოსი არ გახლავართ და პოეზიაზე არასოდეს ვგიჟდებოდი. რა თქმა უნდა, ლამაზი ლექსები მომწონს, მაგრამ უფრო მეტად პროზა მხიბლავს... ბავშვობიდან ხომ ყველამ ასე დავიწყეთ - "ტომ სოიერის თავგადასავალი", "პეპი გრძელიწინდა"... შემდეგ ყველა კლასში სხვადასხვა ლიტერატურას გვაკითხებდნენ.

დღემდე, როდესაც ვისმენ პატრიცია კაასის სიმღერას, თეოდორ დრაიზერი მაგონდება. იმ პერიოდში, როდესაც პატრიცია კაასი შემოვიდა მოდაში, მისი მუსიკა დაბალ ხმაზე მქონდა ჩართული და თეოდორ დრაიზერის "ამერიკულ ტრაგედიას" ვკითხულობდი. მაშინ დაახლოებით მეშვიდე კლასში ვიყავი - როცა უკვე "გოგოშკობ", ძალიან სენსიტიური ხარ და ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვს...

მიყვარდა ასევე, დეტექტივები... ჩემი გაოცება მოახერხა სტივენ კინგმა და ეს უკვე სტუდენტობის პერიოდში მოხდა. ვინაიდან ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, გარდა სურვილისა, ვალდებულებაც მქონდა, ბევრი წიგნი წამეკითხა და სულ ვკითხულობდი...

- თქვენს შვილს რა წიგნებს ურჩევთ წასაკითხად?

- რაც შეეხება ჩემს შვილს - ნიკუშა უკვე 15 წლისაა და იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც სამწუხაროდ, წიგნის კითხვა არ უყვარს. ასე ვთქვათ, ელექტრონული ლიტე­რატურის თაობაა. მე ვერაფრით ვკითხულობ წიგნს კომპიუტერში და ვერც წარმომიდგენია, როგორ უნდა წავიკითხო. ძალიან ვიღლები, თვალები მტკივდება... ადრე ლაშა ბუღაძემ დამარიგა, შვილს წიგნი თავად უნდა უკითხოო, მაგრამ ამდენი დრო და ნერვებიც აღარ არის, რომ ერთი და იგივე მეორედ, მესამედ იკითხო...

მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ნიკუშას თაობის ბავშვები ზღვა ინფორმაციას ფლობენ, რაც სწორედ კომპიუტერის მეშვეობით აქვთ. ჩემი შვილისგან ნებისმიერ თემაზე, ბევრ ინფორმაციას ვიგებ. განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიებზე, რაც მე საერთოდ არ ვიცი...

- რამდენად გიყვართ მოგზაურობა? თქვენთვის მეგაპოლისები უფრო მიმზიდველია თუ ისტორიული ქვეყნები?

- რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას თავისებური ხიბლი აქვს და უნდა იყოს საშუალება, ადამიანმა რაც შეიძლება მეტი ნახო... როდესაც ჩადიხარ იტალიაში, საბერძნეთსა და მსგავს ქვვეყნებში, ხვდები, იქ მთელი მსოფლიოს ისტორიაა თავმოყრილი და არა მხოლოდ იმ კონკრეტული ქვეყნის! პარიზში რამდენჯერაც უნდა ჩავიდე, ყოველთვის რაღაც მაქვს სანახავი და სულ ახალ-ახალი ინფორმაციები მოდის ჩემამდე. ამოუწურავი ქალაქია! ალბათ, პარიზში მცხოვრებიც ვერ იტყვის, აქ ყველაფერი ნანახი მაქვსო. ბევრი რამის აღმოჩენა შეიძლება, გარდა იმისა, რაც უკვე ყველამ ვიცით, რომ აუცილებლად უნდა ვნახოთ - ეიფელის კოშკი, ლუვრი, ვერსალი და ასე შემდეგ...  ლონდონს თავისებური ხიბლი აქვს და საერთოდ, ეს მონარქისტული ქვეყნები კიდევ უფრო გრანდიოზულია... ბარსელონა - ანტონიო გაუდის არქიტექტურა ხომ ლეგენდაა...

ბოლოს ბუდაპეშტში გახლდით და გაოგნებული დავრჩი. მანამდე ვერაფრით წარმოვიდგენდი, ეს ადგილი ასეთი გასაოცარი თუ იქნებოდა. ვიცოდი მისი სილამაზის შესახებ, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი ქალაქი-მუზეუმის ასეთ სიმშვენიერეს. ეს არის კლასიკა, რომელიც ყველამ უნდა ნახოს!

ქალაქი, სადაც ვიცხოვრებდი? - ეს მადრიდია. იმიტომ არა, რომ ყველაზე ლამაზია. ამ ქალაქში სულ სხვა განწყობილება მაქვს. იქ ლამაზი ნაციონალური პარკებია, ულამაზესი შენობები, უსუფთავესი, პრიალა ქალაქია... განაგრძეთ კითხვა

"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია