ვარსკვლავები, რომლებმაც დიეტა დაივიწყეს

ვარსკვლავები, რომლებმაც დიეტა დაივიწყეს

ვარსკვლავური სტატუსით ცხოვრება მარტივი არ არის, ცნობილებს მუდმივად მილიონობით ადამიანი აკვირდება და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.

პორტალი Bright Side წერს რამდენიმე ვარსკვლავზე, რომელიც სრულიად არ ღელავს საკუთარ ჭარბ წონაზე და არც სხვების აზრი ადარდებს.

ვინ დიზელი

როდესაც ინტერნეტში ვინ დიზელის ფოტო გამოჩნდა, სადაც მისი მოზრდილი მუცელი ჩანს, თაყვანისმცემლების დიდმა ნაწილმა არ დაიჯერა, რომ ფოტო ნამდვილად დიზელის იყო. ასე გამოიყურებოდა მსახიობი 2015 წელს, თუმცა მან მალევე მოახერხა ფორმაში ჩადგომა.

რიანა

რიანას თაყვანისმცემლები გაოცებულები არიან. ბოლო დროს მომღერალმა თითქმის 10 კგ მოიმატა, თუმცა, როგორც ჩანს, რიანას სრულებით არ ადარდებს წონის მატება და ხშირად ჩნდება თამამად ჩაცმული საზოგადოებაში.

ნელი ფურტადო

ერთ დროს გამხდარი გოგონას ცნობა ახლა გაგიჭირდებათ. შესაძლოა, ნელის წონაზე გავლენა პირადმა პრობლემებმა იქონია. 1 წლის წინ ის ქმარს დაშორდა, რაც მომღერლისთვის საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა.

ჯენიფერ ლავ ჰიუიტი

მსახიობი ამბობს, რომ 2 ბავშვის გაჩენის შემდეგ თავს უფრო ქალურად და ბედნიერად გრძნობს და აღარ აპირებს, წონაში დაიკლოს.

ჯესიკა სიმფსონი

კარიერის დასაწყისში მომღერალს თითქმის იდეალური, მოდელის სხეული ჰქონდა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში უამრავჯერ მოიმატა და დაიკლო წონაში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება