"ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში თბილისი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს

"ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში თბილისი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს

პროექტ "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში, 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებსაც აერთიანებთ სახელწოდება - "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე".

გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენა "Venus pudica" განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთან და კულტურულ ასოციაცია "მეტამორფოზისთან" თანამშრომლობით.

"გამოიფინება ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული "ვენერა", რომელიც შექმნა რენესანსის ეპოქისა და ფლორენციული ჰუმანიზმის ბრწყინვალე წარმომადგენელმა და გენიალურმა მხატვარმა სანდრო ბოტიჩელიმ. გამოფენა "Opera omnia" აერთიანებს შუქ-ჩრდილების ოსტატის, კარავაჯოს 40 შედევრის რეალური ზომების მქონე და მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

გამოფენების გახსნასთან დაკავშირებით, ხვალ, 2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ეკონომიკის სამინისტროს ქვეყნის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი და იტალიის ელჩი საქართველოში.

პრესკონფერენციის დასრულების შემდგომ, დაგეგმილია გამოფენებისთვის მზადების პროცესის გადაღება დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება