ქეთი მითაიშვილის ოქროსფერი სახლი - "ეს ბინა რომ შევიძინე, მხოლოდ ოთხი კედელი დამხვდა..."

ქეთი მითაიშვილის ოქროსფერი სახლი - "ეს ბინა რომ შევიძინე, მხოლოდ ოთხი კედელი დამხვდა..."

წლიდან წლამდე, როცა კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოდის, თითქოს, არ იცვლება. მუდამ მომხიბვლელია, ხალისიანი, ენერგიული და კეთილგანწყობილი. გადაღლას, სევდასა და დარდს არასდროს იმჩნევს, არადა, უცხოეთში ცხოვრება და შრომა, თბილისში დარჩენილი ტკივილი და პრობლემები, მეტ-ნაკლებად, ყველას განწყობასა და გარეგნობას ასვამს დაღს. ერთხანს ამბობდნენ, ქეთი მითაიშვილმა ბოტოქსი გაიკეთა ამერიკაშიო, თანაც - ხარისხიანი, თორემ სხვაგვარად ასეთ ფორმას ვერ შეინარჩუნებდაო. ეს რომ ვუთხარი, გულიანად იცინა: ყველას გადაეცი, რაც ვარ, ბუნებრივად ვარ და არცთუ დალხენილი ცხოვრება მაქვსო. ხანმოკლე საუბრის შემდეგ დუპლექსის ტიპის ბინის შემოვლასაც ვიწყებთ.

- ეს ბინა რომ შევიძინე, მხოლოდ ოთხი კედელი დამხვდა, დანარჩენზე თავად ვიზრუნე: დამპროექტებელიც მე ვიყავი, თანაც - ყოველგვარი ნახაზის გარეშე, დიზაინერიც და ნივთებიც ჩემი შეძენილია.

მისი ბინის სილამაზეს კიბის უჯრედიდანვე იგრძნობთ: ვიდრე პარმაღს გადააბიჯებთ, ხელნაკეთი ნამუშევრებითა და წარწერიანი აბრებით ლამაზად გაფორმებული კედლები მოგჭრით თვალს. კარს იქით კი ხელის გულივით გადაშლილი, ოქროსფრად განათებული სივრცე გხვდებათ, პირისპირ - დუპლექსის მეორე სართულზე ასასვლელი კიბით.

შესასვლელშივე შენიშნავთ "სამაიას" მოცეკვავეების დარად მდგომ სამ მაღალყელიან ჩექმას (ერთ-ერთში - ქოლგით), შუაში მოგრძო ლითონის საყრდენით.

- რა ორიგინალური ნივთია, საგანგებოდ ქოლგებისთვისაა თუ სხვა დანიშნულებაც აქვს?

- კი, ქოლგების ჩასაწყობია და საკმაოდ მძიმეც. გამოწერით ვიყიდე და ძვირიც გადავიხადე, მაგრამ ისე მომეწონა, ცდუნებას ვერ გავუძელი. რაც მთავარია, ძალიან საჭირო ნივთია.

- welcome friends - ასე ეგებებით მეგობრებს, არა?

- მსგავს აბრას და სხვადასხვაგვარ წარწერას ჩემს სახლში ბევრს ნახავთ. მაგალითად, ასეთიც მაქვს - "ქეთი და შვილები. მობრძანდით"... შემოსასვლელში, აბრის ზემოთ, თაროზე ათასფერ ხეს ხედავთ? ბრაზილიიდან ჩამოვიტანე, ბუნებრივი ქვებითაა შემკული. ალბათ, გასაღებების საკიდი, მოცეკვავე წყვილით, შენიშნეთ. ის არგენტინის სახსოვარია. სხვათა შორის, ყველა ნივთი ხელნაკეთია. სამზარეულოშიც რომ მაქვს ლამაზი დეტალები, ისიც ბრაზილიიდან და არგენტინიდანაა. მოდი, ჯერ მისაღები ოთახი, სასადილო და სამზარეულო დავათვალიეროთ. ანტიკვარებს არ ვაგროვებ, მაგრამ ლამაზი ნივთები ნამდვილად მიყვარს განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს