ლექსო თორაძე საქართველოს რეგიონებში კონცერტებს გამართავს!

ლექსო თორაძე საქართველოს რეგიონებში კონცერტებს გამართავს!

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიური ორკესტრი საქართველოს რეგიონებში საკონცერტო ტურნეს გამართავს. სოლისტი - მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე. კონცერტებს ორკესტრის სამხარტვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი - ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.

პირველი კონცერტი 3 ოქტომბერს გორის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება - ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით. დასაწყისი 19:00 საათზე.

5 ოქტომბერს პროექტს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი უმასპინძლებს - ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის თანადგომით. აღნიშნული კონცერტით დაიხურება ბერი ანდრიას სახელობის ფონდის მხარდამჭერი "სიცოცხლის ფესტივალი", რომლის შემოსავალი მოხმარდება კავკასიაში, სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მათი ოჯახების პირველი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას. დასაწყისი 19:30 საათზე. ბილეთები იყიდება www.tkt.ge

7 ოქტომებერს რაჭის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ლექსო თორაძე და ნიკოლოზ რაჭველი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ფუძეობის დღესასწაულს შეუერთდებიან, რომელიც 19:00 საათზე გაიმართება ამბროლაურის ცენტრში - ღია ცისქვეშ.

პროექტის ორგანიზატორები:

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი "კონცეპტ-არტი".

პროექტის მხარდამჭერი: PSP - ჩვენი ოჯახის აფთიაქი.

ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანია "ბადაგონი".

საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიოჰოლდინგი ფორტუნა, ტელეკომპანია იმედი, მედიაჰოლდინგი "პალიტრა", საინფორმაციო ცენტრი 118 08.

ბილეთები იყიდება: www.tkt.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება