ზემფირამ საყვარელ ქალზე იქორწინა

ზემფირამ საყვარელ ქალზე იქორწინა

მომღერალი ზემფირა და მსახიობი და რეჟისორი რენატა ლიტვინოვა დაქორწინდნენ, ინფორმაციას რუსული ტელეკომპანია "რენ ტვ" ავრცელებს.

საქორწინო ცერემონიალი შვედეთში შედგა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2009 წლიდან არის დაშვებული. ამის შემდეგ წყვილი სამოგზაუროდ, სავარაუდოდ, სტოკჰოლმსა და ტალინში გაემგზავრა. ლიტვინოვას წარმომადგენელი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

ზემფირა და ლიტვინოვა ხშირად მუშაობენ ერთად. 2014 წელს მომღერალმა წარმოადგინა ოფიციალური ვიდეო სიმღერაზე Жить в твоей голове, რომლის რეჟისორი ლიტვინოვა იყო.

მანამდე კი ის გამოჩნდა კლიპებში Прогулка, Мы разбиваемся და Во мне. ზემფირამ, თავის მხრივ, დაწერა მუსიკალური თემები ლიტვინოვას რამდენიმე ფილმისთვის.

"პატიება უნდა ვიცოდეთ, ხალხო... მეგობრები არიან, უყვართ საქართველო და ქართველები" - რას ამბობს იმ ქალის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა

"ყოველთვის, როდესაც წინ მივდიოდი, საქართველოში ფეხს მადგამდნენ... ყველგან "მბლოკავდნენ" - რას ჰყვება ალექსანდრე  ზაზარაშვილი სამშობლოსა და აშშ-ში ცხოვრებაზე?

პრინცი უილიამი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მელოტად დაასახელეს