"ის ყველა დროის, ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი იყო" - რას ჰყვებიან ცნობილი ხელოვანები ლიკა ქავჟარაძეზე?

"ის ყველა დროის, ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი იყო" - რას ჰყვებიან ცნობილი ხელოვანები ლიკა ქავჟარაძეზე?

საზოგადოება შეაძრწუნა ულამაზესი ქართველი მსახიობის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ. მსახიობი 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქართული კინოს მშვენებას 26 ოქტომბერს 58 წელი უსრულდებოდა. ლიკა ქავჟარაძემ ხალხს ყველაზე მეტად ”ნატვრის ხეში”, მარიტას როლით დაამახსოვრა თავი.

ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ ძლიერ დაამწუხრა მისი კოლეგები და მეგობრები.

კახი კავსაძე, მსახიობი:

- ლიკას გარდაცვალების ამბები რომ გავიგე, არ მეგონა გული თუ არ გამისკდებოდა... ყველანაირად ლამაზი გოგო, თავიდან ბოლომდე, სულიერადაც და გარეგნულადაც! უდიდესი დანაკლისია, ულამაზესი არსება წავიდა ამ ქვეყნიდან! ძალიან გულუბრყვილო ადამიანი იყო ბოლომდე... მე მის მშობლებს, მის ბიძას ახლოს ვიცნობდი. ლიკა ჩვენს ხელში იზრდებოდა, ულამაზესი პატარა გოგო დადიოდა ქალაქში... შემდეგ ძალიან ცნობილი გახდა და...

გულუბრყვილო, ცნობილი, ულამაზესი გოგო წავიდა ამ ქვეყნიდან...

ჯემალ ღაღანიძე, მსახიობი:

- ლიკა ქავჟარაძე გარდა იმისა, რომ ულამაზესი ქალბატონი ბრძანდებოდა, უნიჭიერესიც იყო... ამას ზეპირად არ ვამბობ. ჩვენ ერთად ბევრი ვიმუშავეთ გადასაღებ მოედანზე, როდესაც ფილმს "ნატვრის ხეს" იღებდნენ და ვხედავდი როგორი იყო იგი გადასაღებ აპარატთან. მომსწრე ვარ ეს პატარა გოგო რა პროფესიონალურად მუშაობდა გადასაღებ მოედანზე, როგორ იხარჯებოდა... ნამდვილად მაღალი დონის პროფესიონალი გახლდათ. შემდეგ ერთად ვმონაწილეობდით პროექტში - "მღერიან, ცეკვავენ და ხუმრობენ ვარსკვლავები", ჯემალ ბაღაშვილის რეჟისორობით. ლიკა ქავჟარაძე მართლაც ნამდვილი ვარსკვლავი იყო.

უდიდესი მსახიობი და ღვთიური სილამაზე დაკარგა სრულიად საქართველომ!

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება